17

მთავარი | დაინახე სასწაული | დილის მშვენიერი ლოცვა

დილის მშვენიერი ლოცვა

ეს მშვენიერი ლოცვა ჩვენმა მკითხველმა გამომიგზავნა. მოდი, წაიკითხე ეს ლოცვა და დღეს ჩემთან ერთად ილოცე!

ჩვენო ზეციურო მამაო, ჩემთვის ახალი დღე იწყება. ამ დღეს შენ გიძღვნი. შენ ხარ ჩემი ძალა, ჩემი სიცოცხლე და ჩემი ნათელი, რომელიც გზას მინათებს. შენ ჩემში ხარ, ნათელო, ყველაფერში ჰარმონია შემოგაქვს და ყოველ ჭრილობას კურნავ. მთელი ამ დღის განმავლობაში მეხსომება, რომ შენით ვცოცხლობ, შენით ვსუნთქავ და შენით ვარსებობ. შენ მოგანდობ ყველა ჩემს ზრახვას, იმედს და ოცნებას, რადგან ვიცი, რომ შენში ყველაფერი აღსრულდება. გევედრები, მიმსახურე შენი ნებისამებრ, რათა დაგეხმარო შენი სასწაულებრივი საქმეების აღსრულებაში შენი სახელის სადიდებლად. ვიცი, რომ შენი სიყვარული ჩემთანაა, რომ მთელი დღის განმავლობაში სულიწმიდის დახმარებით სიყვარული, ძალა და სიხარული არ მომაკლდება. შენი ძის, იესოს სახელით, ამინ!

დიდი მადლობა, ჩვენს მკითხველს!
თუკი ეს ლოცვა დაგეხმარება, ნუ მოგერიდება, ამობეჭდე და ახალი დღის დასაწყისში წაიკითხე.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.