
მთავარი | დაინახე სასწაული | დღენიადაგ ადიდე ყოვლისშემძლე ღმერთი!
დღენიადაგ ადიდე ყოვლისშემძლე ღმერთი!
ერთი რამ ვისწავლე: უღრუბლოა ცა თუ მოქუფრულია, სიხარულით ვარ მოცული თუ დარდით, ღმერთს ვადიდებ და მადლობას ვუძღვნი. იცი, რატომ? ღვთის დიდება საკუთარი თავის გამხნევების და აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენი ცხოვრების ქარტეხილების და განსაცდელების, ათასგვარი სიძნელეების შუაგულში, დარდსა თუ სიხარულში, ტკივილსა თუ ბედნიერებაში ნუ დაგავიწყდება – ადიდე უფალი.
ფსალმუნთა წიგნის 112:3 მუხლში ვკითხულობთ: „მზის აღსავლიდან დასავალამდე იდიდოს სახელმა უფლისა“ .
რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოჩნდე, დღენიადაგ ადიდე ყოვლისშემძლე ღმერთი…
აღივსე მადლიერებით და მადლობა შესწირე ღმერთს ყველაფრისთვის, რაც მან მოახდინა და რასაც მოახდენს შენს ცხოვრებაში.
ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს 13:15 მუხლში ვკითხულობთ: „მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“.
დღენიადაგ ადიდე ყოვლისშემძლე ღმერთი.
ფსალმუნთა წიგნის 9:3 მუხლში ვკითხულობთ, “ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო“.
მაშინაც, როცა დარდი გიპყრობს, ადიდე ღმერთი. არაერთ მორწმუნეს გამოუცდია უიმედობის და სიძნელის ჟამს სადიდებელი ლოცვის ძალა. აი, სამი მათგანის დამოწმება:
„სამი წელი არ ვლოცულობდი და არ ვკითხულობდი ღვთის სიტყვას. მერე „დაინახე სასწაულის“ გზავნილების მიღება დავიწყე. და ყველაფერი შეიცვალა. ისევ დავიწყე ეკლესიაში სიარული და ყოველ დილით ვადიდებ უფალს. გმადლობთ“.
„გმადლობთ იმისთვის, რომ ღვთის სიტყვა გამიზიარეთ. ჩემი დღე ასე დაიწყო: გულდამძიმებულმა გავიღვიძე და არ ვიცოდი, დღეს რა მელოდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ თქვენი გზავნილი წავიკითხე და ჩემი გულიც გახალისდა. ვადიდებ უფალს იმისთვის, რაც ჩემთვის განამზადა. ის აღმადგენს, ცრემლს შემაშრობს და სნეულებისგან მიხსნის. გმადლობთ, რომ ღმერთმა დღეს თქვენი მეშვეობით მანუგეშა“.
„ჩემმა გულმოწყალე ზეციერმა მამამ მაკურთხა და იმედი მომცა. მან მე ლოთობისგან მიხსნა. მთელ ჩემს ცხოვრებას უფალ იესოს შევწირავ, რადგან მან სრულიად შემცვალა, ხელი გამომიწოდა და ფსკერიდან ამომიყვანა. ყოველდღე ვლოცულობ და ვადიდებ უფალს, რადგან ჩემი ცხოვრება მისი კურთხევით შეიცვალა“.
დღეს ერთად ვაქოთ და ვადიდოთ უფალი!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს