
დღეს მინდა გაგიზიაროთ უმშვენიერესი ლოცვა… დიდ მადლობას ვუხდი „დაინახე სასწაული“-ს მკითხველს, ელისაბეთს, რომელმაც ეს ლოცვა გამომიგზავნა!
- უფალო, ამ ახალი დღის აისზე შენთან მოვედი, რათა მშვიდობა, სიბრძნე და ძალა გთხოვო.
- დამანახე დღეს ისეთი სამყარო, როგორსაც შენ ხედავ.
- დამეხმარე, რომ ყოველ ადამიანში მხოლოდ კარგი დავინახო.
- დაიცავი ჩემი ყური ცილისწამებისგან და დაიცავი ჩემი პირი, რომ ცილისწამების სიტყვა არ დასცდეს.
- მსურს, რომ ჩემი გონება მხოლოდ კურთხეულმა აზრებმა მოიცავს.
- იმისთვის ვლოცულობ, რომ გულღია და სიხარულით სავსე ვიყო, რათა ყველამ, ვინც შემხვდება, შენი მყოფობა იგრძნოს, რომ დღეს სხვა ადამიანებისთვის შენი გაცხადება შევძლო, უფალო!
კურთხეული იყოს შენი დღე!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს