7,15

მთავარი | დაინახე სასწაული | დღეს შენ ყველაფერს დაძლევ!

დღეს შენ ყველაფერს დაძლევ!

მწამს, რომ დღეს შენ ნამდვილად გაიმარჯვე! 

ბიბლია გვეუბნება: „ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით“ (რომ. 8:37)

ჩემო ძვირფასო მეგობარო! გასამხნევებლად გეტყვი: რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს შენს ცხოვრებაში, შენ ყველაფერს დაძლევ! 

  • ცუდი ამბავი შეიტყვე? შენ ყველაფერს დაძლევ.
  • მარცხი განიცადე? შენ ამასაც დაძლევ.
  • მოთმინების ფიალა აგევსო და უსასოობამ მოგიცვა? შენ ყველაფერს დაძლევ.
  • თავს მარტოსულად და უსუსურად გრძნობ? შენ ამასაც დაძლევ.

რატომ?

იმიტომ, რომ შენი გამარჯვება ყოვლისშემძლე უფალმა გადაწყვიტა. შენი გამარჯვება შენმა მოყვარულმა ღმერთმა ისურვა.

იესო, შენი მხსნელი და მაცხოვარი, ბოროტს კეთილად აქცევს. გააფთრებული ბრძოლის შუაგულშიც კი ის თავის მშვიდობას მოგანიჭებს. 

შენი გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ უფალშია. 


დამოწმება:  თქვენი წერილები ჩემთვის კურთხევად იქცა. არ ვიცი, ასე როგორ ხდება, მაგრამ თქვენი სიტყვები მუდამ ეხმიანება ჩემს განწყობას, დარდს, განცდას თუ სიხარულს. გმადლობთ!”.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.