
მოდით დღეს სიამოვნებაზე ვისაუბროთ.
„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ტკბობა და სიამოვნება რწმენასთან შეუთავსებელია.
ჩემს გონებაში მიწიერი სიამოვნებები, როგორიცაა, ჭამა, სმა, მხიარულება, მოგზაურობა და სხვ. ერთ მხარეს იყო, მეორე მხარეს კი – ღმერთი, რომელიც მხოლოდ რთულ, დარდიან, დანაშაულის გრძნობის აღმძვრელ კითხვებს სვამდა. როგორ ვცდებოდი!
სიამოვნება ხომ ღმერთმა შექმნა! ღმერთს ვუყვარვართ, ამიტომ ჩვენივე კეთილდღეობისთვის სიამოვნების ჩარჩოები დააწესა. როდესაც ჩარჩოებს ვიცავთ, თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თევზი წყალში, ცხოვრებით აღსავსე და ბედნიერი თავის ბუნებრივ გარემოში. აი, ეს არის უფლის სიამე.
როცა ღვთის ნებას ვარღვევთ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვიპყრობს, – მაშინაც, როცა სიამოვნებას ვლამობთ. მაგრამ თუკი მისი ნების თანახმად ვცხოვრობთ, ჩვენ ირგვლივ სიხარულია, საოცარი სიამეა!
როდესაც იესომ ნათელი იღო, ზეციდან ღვთის ხმა გაისმა:”ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მათე 3:17).
როდესაც ღმერთი გველაპარაკება, მიგვიძღვის და ჩვენს ცხოვრებას წარმართავს, ეს სიამის ნამდვილი გამოცდილებაა.
სიამის პოვნა მის სჯულში, ანუ მის სიტყვაში შეგიძლიათ. ბიბლია სიხარულს გვპირდება:
“მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულისა შენი სახის წინაშე, ნეტარება შენი მარჯვენით-უკუნისამდე” (ფსალმ. 15:11).
მეგობარო, დღეს გაუხსენი გული ღმერთს, რათა მოვიდეს და თავისი მყოფობის სიხარულით აგავსოს. დაე, შენს გულში მისი მშვიოდობა იყოს, შენს სახეზე კი მისი ღიმილი. ვლოცულობ იმისთვის, რომ შენ უფლის სიხარულს ეზიარო.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს