2.39

მთავარი | დაინახე სასწაული | ელოდე უფლის სიკეთეს!

ელოდე უფლის სიკეთეს!

“თუმცა მწამს, რომ ვიხილავ უფლის სიკეთეს ცოცხალთა ქვეყანაში“ (ფსალმ. 26:13).

დავითი ერთ რამეში იყო დარწმუნებული: ის აუცილებლად იხილავდა უფლის სიკეთეს ცოცხალთა ქვეყანაში! ის არ ელოდა ეს რომ ამქვეყნად მოხდება, ღმერთი მიწაზე მოევლინება და აღადგენს ჩვენთვის თავის წყალობას.

უფლის მოწყალება არ დასრულდება და მისი სიბრალული ულევია. ისინი ყოველ დღე განახლდება. (გოდება 3:22)

ყოველ განთიადს უფლის წყალობა მოაქვს.

შენი კეთილისმყოფელი ღმერთი ახლაც სიყვარულით გიმზერს ზეციდან.

მას დღეს შენი განახლება სურს, რათა შენც ასეთივე სიყვარულით უმზირო სხვებს და სიკეთით და გულმოწყალებით აღივსო მათ მიმართ, ვინც შენს გარშემოა!

ილოცე ჩემთან ერთად: “უფალო, შენი მადლი და შენი სიკეთე მხოლოდ სამომავლო და ცათა სასუფევლის როდია… ისინი ამყვეყნდა, დღეს მოგვეცემა! ჩემს სულს მივმართავ და საკუთარ თავს ვახსენებ: გულს ნუ გაიტეხ. უფალო, დღეს განმაახლე, რათა სხვა ადამიანების ცხოვრებაში მოქმედება შევძლო, როგორც შენ მოქმედებ ჩემს ცხოვრებაში! იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.