
შეგიცვლია ოდესმე საცხოვრებელი ადგილი? არ მგონია, რომ საწოლები, დიდი კარადა და ზანდუკი მარტო გადაგქონდა, ერთი უბრალო მიზეზით: ეს ნივთები ძალიან მძიმეა იმისთვის, რომ მათი გადატანა მარტომ შეძლო. ახლა კი დაფიქრდი: რამდენად მძიმეა შენი საზრუნავი? მოერევი მას მარტო, დახმარების გარეშე?
„მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას“ (ფსალმ. 54:23).
ღვთის სიტყვა გეუბნება, რომ შენი საზრუნავი, ანუ ის, რასაც მარტო, საკუთარი ძალებით ვერ ერევი, უფალს უნდა მიანდო და ის შეგეწევა.
მოდი, ერთად მოვუსმინოთ ამ საგალობელს, რომლის სიტყვები 1855 წ. ირლანდიური წარმოშობის პოეტმა ჯოზეფ სკრივენმა დაწერა, მუსიკა კი – ამერიკელმა ადვოკატმა და კომპოზიტორმა ჩარლზ კროზატ კონვერსმა: “What a Friend We Have in Jesus”.
ჩემო მეგობარო, ერთ წამსაც ნუ დააყოვნებ. ახლავე მიანდე უფალს შენი საზრუნავი. მოდი, ერთად ვილოცოთ: „უფალო, შენ ყველა ჩემს საზრუნავს ხედავ. ყველაზე უკეთ იცი, რასაც განვიცდი. შენ მოგანდობ ყველა ჩემს საზრუნავს, დარდს და შიშს. ვიცი, რომ მათ დაძლევას მხოლოდ შენთან ერთად შევძლებ. ამიტომ აღარ მეშინია. გმადლობ შენი გულმოწყალებისთვის და შენი ერთგულებისთვის. იესოს სახელის ძალით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს