agdgoma

მთავარი | დაინახე სასწაული | ეს ყველა დროის სასწაულია!

ეს ყველა დროის სასწაულია!

და შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, სპეტაკი სამოსლით შემოსილი, და შეშფოთდნენ. მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა, ადგილი, სადაც ის დაასვენეს. მაგრამ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: აჰა, წინ მიგიძღვით იგი გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის. (მარკოზი 16:5-7)

„რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.!” (იოანე 3:16)

ეს ყველა დროის სასწაულია… ალილუია!

ნახე ქვიშაზე დახატული ეს მშვენიერი სააღდგომო ვიდეო. ღმერთმა გაკურთხოს და მხნეობა მოგცეს!

შენ თავისუფალი ხარ!

„უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად“ (ლუკა 4:18-19). 
შეხედე… ახალი დღე თენდება. ეს დღე ბევრ რამეს გპირდება და იმედით გავსებს. ყოველ დილას შენთვის უფლის ახალი მადლი მოაქვს… ნახე, აღდგომის მშვენიერი დილა გათენდა!

იესო მოკვდა და თავისი სიკვდილით თავისუფლება გაჩუქა. ის შეიპყრეს, აწამეს, მახვილით განგმირეს. თავისი ვნებით მან ბორკილები მოგხსნა. შენ იესოს მსხვერპლმა და მკვდრეთით აღდგომამ გაგათავისუფლა. შენ თავისუფალი ხარ, რათა მასთან იყო, მას ესაუბრო და მთელი შენი ცხოვრება მისი მიმდევარი იყო.

  • ვერაფერი მიწიერი ვერ დაგაბრკოლებს, რადგან მეფეთა მეფემ, უფალთა უფალმა ცოდვისგან გიხსნა.
  •  შენ იმის ხელთა ხარ, ვინც არის ანი და ჰოე, პირველი და უკანასკნელი. ის გარემოგიცავს ხსნის გალობით, სიყვარულის სიმფონიით.
  • მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა ფრთები მოგცა, რათა ყოველგვარ განსაცდელზე ამაღლდე.
  • შენ შენი წარსულის და შენი შიშების მონა აღარ ხარ.
  • იესო ქრისტეში შენ საოცარი და ძლიერი ხარ!

გზა ხსნილი, გზა სწორია. შენ ნამდვილად თავისუფალი ხარ (იოანე 8:36

P.S.: დაინახე სასწაული! უბრალოდ სასწაული კი არა – ყველა დროის სასწაული!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.