
გამოგიყენებია ოდსმე GPS ნავიგატორი? გიფიქრია ოდესმე, რომ მან შეიძლება არასწორი მიმართულება გაჩვენოს?
შესაძლოა, ღმერთთან ერთად მოგზაურობისას ამგვარი შეგრძნება გაგიჩნდეს. ღმერთი დანიშნულების პუნქტზე მიგანიშნებთ და გთხოვთ, რომ მას მიენდო.
თუმცა ზოგჯერ შემოთავაზებულმა გეზმა შეიძლება ცოტათი დაგაბნიოს. შესაძლოა, ამ გზაზე ტკივილი, ღალატი, სნეულება, წარუმატებლობა შეგხვდეს… ყველამ ვიცით, რომ ზოგჯერ ასეც ხდება.
ასეთ დროს იმის იმედი გქონდეს, რომ სულიწმიდა დაგამშვიდებს, დაგელაპარაკება და განუგეშებს.
ირწმუნე… ადგილი, რომლისკენაც მიემართები, გაცილებით უფრო დიდებულია, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდი!
მიყევი ყველაზე საიმედო GPS-ს — უფალს! სხვათა შორის, ხუმრობით მას ღვთის სრულყოფილ მზერას ვუწოდებ (God’s Perfect Sight)! მან იცის, საით უნდა წაგიყვანოს.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს