
მთავარი | დაინახე სასწაული | ვინც ქრისტეს ირჩევს, სიცოცხლეს ირჩევს!
ვინც ქრისტეს ირჩევს, სიცოცხლეს ირჩევს!
„ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ“ (იოან. 10:10).
იესო სიცოცხლის სისავსეა. ის მხოლოდ მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი გზა კი არ არის – ის თავად არის უხვი და ჭეშმარიტი სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელშიც ღვთის მყოფობა, მშვიდობა და სიხარულია.
როგორც თევზს არ შეუძლია უწყლოდ სიცოცხლე, ასევე შენც, ღვთის ჭეშმარიტ შვილს, არ შეგიძლია სიცოცხლე ღმერთთან ურთიერთობის გარეშე.
რატომ ამბობ უარს ღვთის რჩევაზე? რატომ არ უსმენ მას, ვინც ყველაფერი შექმნა, ვინც ყველაფერი იცის? ნუთუ არის ვინმე, ვინც უკეთ გაგიგებს, უკეთ განგკურნავს, უკეთ განუგეშებს?
ვინც იესოს ირჩევს, უერთგულეს, მოთმინებით აღსავსე მეგობარს, უბრძნეს მრჩეველს ირჩევს.
ჩემო მეგობარო! მას მიანდე შენი გულისნადები, მას ესაუბრე და მოთმინებით დაელოდე. როცა მის ხმას შეისმენ, მიიღე ღვთიური რჩევა, მიიღე უზანესი სიბრძნე.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს