8.8

მთავარი | დაინახე სასწაული | ვინ არის დიდების მეფე?

ვინ არის დიდების მეფე?

იესო ქრისტეს მიეცა სრული ხელმწიფება როგორც ცაზე, ასევე დედამიწაზე. მისი ბადალი არავინაა. ის ყოვლისშემძლე, ძლიერი და ცოცხალია. ის ღმერთია. 

„ვინ არის მეფე დიდებისა? უფალი ძალთა, ის არის მეფე დიდებისა“ (ფსალმ. 24:10)

ღვთის შემეცნებისთვის მთელი სიცოცხლე არ კმარა. იგი დიდებული, უბადლო და სრულყოფილია.

  • განუზომელია მისი ძლიერება და ასევე განუზომელია მისი ალერსი. იგი არის ლომი და კრავი. 
  • იგი არის შენი მსაჯულიც და დამცველიც.
  • იგი პირველი და უკანასკნელია. ის დაუსაბამო, უსასრულო და განუზომელია.
  • ის შენი მეგობარია, შენი მფარველი, შენი მხსნელი და შენი უფალია. იგი შენი არსებობის მიზეზია. 

დიდების მეფე შეუცნობელია, მაგრამ მას სურს, რომ მთელი გულით ეძიო. მოდი, ვიკი იოჰესთან ერთად ვადიდოთ უფალი სიმღერით “Because Of Who You Are.”


ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, ვიცი, რომ დიდების მეფე ხარ. შენი შეცნობა მსურს. დამეხმარე, რომ შენთან დავრჩე, დღენიადაგ შენი სიტყვა შევიმეცნო და შენი ხმა ვისმინო, რათა შენი მიბაძვა შევძლო. შენი სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.