
მთავარი | დაინახე სასწაული | ვინ გაზომავს უფლის სიყვარულის ძალას?
ვინ გაზომავს უფლის სიყვარულის ძალას?
დაუსაბამო, უსასრულო, ყოვლისშემძლე ცოცხალი ღმერთი სავსეა შენდამი სიყვარულით, რომელიც ზეციდან შენკენ მოედინება.
„დამდევი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული,… ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას“ (ქებ. 8:6-7).
ამ სიყვარულს მთელი დედამიწის წყალი ვერ დაშრეტს; ამ სიყვარულს ვერაფერი გაუტოლდება; ამ სიყვარულს საზღვარი არ აქვს; ეს ძლევამოსილი სიყვარულია, რომელიც შენს გულს ალერსით ეხება და მთელ შენს არსებას სიცოცხლით ავსებს.
ამ სიყვარულს სამყარო ვერ იტევს. მისი აღწერისთვის სიტყვები არ გვყოფნის. ის უტკბესია და უძლიერესი. ის გარემოგიცავს და გავსებს.
ღვთის სიყვარულზე მშვენიერი არაფერია. მოუსმინეთ სტივ სვენსონის და ჯოან მაკფატერის ამ ლამაზ სიმღერას ღვთის სიყვარულზე: “Set My Love As A Seal”
მწამს და მუდამ ვაცხადებ, რომ ჩვენი ყოველი დღე მისი სიყვარულითაა აღვსილი.
დამოწმება: „მოგესალმები! მადლობას გიხდით თქვენი მსახურებისთვის. თქვენი წერილები ყოველ დილით მამხნევებს და ახალ ძალას მაძლევს. არაერთხელ ყოფილა, რომ მათი კითხვისას თვალზე ცრემლი მომდგომია… სიხარულის ცრემლი“.
„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წერილებისთვის, ნუგეშისთვის, გამხნევების სიტყვებისთვის, გულწრფელობისთვის და მოყვასის სიყვარულისთვის, რომლითაც თქვენი გზავნილების ყოველი სტრიქონია განათებული. ღმერთმა გაკურთხოთ თქვენ და თქვენი ოჯახი. ღმერთმა აკურთხოს თქვენი სამწყსო. გმადლობთ, რომ არსებობთ!“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს