
ბრძოლა უკვე წაგებულია. ვინ დამარცხდა? განა უფლის ტახტი დაემხო? არა! ამიტომ დაბეჯითებით ვამბობ: ამ ბრძოლაში მტერი დამარცხდა.
„განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი. სააშკარაოდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება“ (კოლ. 2:15).
შენი სულის მოწინააღმდეგისთვის არც იმედია, არც გამოსავალი. შენ კი უსაფრთხოდ ხარ, რადგან ღმერთია შენი სიმაგრე და თავშესაფარი.
დღეს ღვთის სიყვარულმა გაიმარჯვა და შენ ამ გამარჯვების თანაზიარი ხარ. აღიარე ღვთის გამარჯვება და ადიდე უფალი დარლი ჩეკთან ერთად ამ მშვენიერი სიმღერით – “Victor’s Crown”.
მტკიცედ იარე და ყველას აუწყე, რომ ღვთის განგებულება აღსრულდა!
ილოცე ჩემთან ერთად: „გმადლობ, ღმერთო, შენი სრული და შეუქცევად გამარჯვებისთვის, რომელიც სიხარულით და მშვიდობით მავსებს. უფალო, გმადლობ, რომ მიხსენი. ამიერიდან მთელი არსებით შენ გეკუთვნი და ეს სიხარულით მავსებს. გმადლობ იმისთვის, რომ შენი სიყვარულით სიკვდილი დათრგუნე და მარადისობის კარი გამიღე. შენი სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს