10.19

მთავარი | დაინახე სასწაული | ვინ ხარ სინამდვილეში?

ვინ ხარ სინამდვილეში?

ერთდროულად ძალიან ბევრ საქმეს აკეთებ? ამოსუნთქვის დროც კი არ გრჩება და თითქოს აღარ იცი, ვინ ხარ სინამდვილეში და რა არის შენთვის მართლაც მნიშვნელოვანი. 

შენს პიროვნებას და როლს კონტექსტი განსაზღვრავს. მაგალითად, სამსახურში შენ სისადმინი, მენეჯერი, ექიმი ან მასწავლებელი ხარ. სახლში – შვილი, და, ძმა, მშობელი, ან სტუდენტი, რომელიც გამოცდისთვის ემზადება. 

მაგრამ სინამდვილეში მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რას აკეთებ, არამედ ვინ ხარ. შენ არ ხარ ფუნქცია. შენ ადამიანი ხარ. წმინდა წერილი გვეუბნება: „მე ჩემი საყვარლის ვარ და ჩემსკენ მოილტვის ისიც“ (ქებ. 7:11)

მიიღე ეს სიტყვები, როგორც ჭეშმარიტება, რომელიც განსაზღვრავს შენს გადაწყვეტილებებს და შენს საქმეებს წარმართავს. მაშინ შენ უბრალოდ ფუნქცია კი არ იქნები, ან ის, რადაც სხვები გთვლიან, არამედ ის, ვინც სინამდვილეში ხარ – ის, რასაც შენზე ღმერთი ამბობს.

შენ განუმეორებელი და ძვირფასი ხარ. შენ იესოს ეკუთვნი. მან ხომ თავისი სისხლით, თავისი სიცოცხლით გამოგისყიდა. შენ მას უყვარხარ და შენი პიროვნება მხოლოდ მას ეფუძნება.  

ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, მე ის ვარ, ვინც შენ გეკუთვნის და შენკენ მიილტვის. გმადლობ ამ ჭეშმარიტებისთვის, რომელიც მათავისუფლებს. მომეცი ძალა, რომ ამ ჭეშმარიტებაში დარჩენა შევძლო. შენი სახლით, ამინ“. 

დამოწმება: „ორი შვილის მარტოხელა დედა ვარ. გასაგებია, რომ ბევრი საზრუნავი მაქვს. სანამ თქვენი წერილების მიღება დავიწყე, ჩემი ცხოვრება რბოლას ჰგავდა: დილით საოჯახო საქმეები, მერე სამსახური, შესვენებისას სკოლა და ისევ სამსახური, სამსახურის შემდეგ მაღაზია-ბაზარი, საღამოს ისევ საოჯახო საქმეები. დამავიწყდა, ვინ ვარ. საოცარი ისაა, რომ ახლაც ზუსტად იმავე რიტმში ვცხოვრობ, ზუსტად იმავეს ვაკეთებ, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. უბრალოდ, თქვენ შემახსენეთ, რომ ადამიანი ვარ, ღვთის ქმნილება ვარ, რომ უფალს ვუყვარვარ“. 

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.