
არის ადგილი, სადაც დრო არ მიედინება და მთები სწორდება.
ნათლით მოცული ადგილი, მშვიდობით სავსე… ზეცა არც ისე შორია. ის ახლოსაა, მხოლოდ ხელი გაიწვდინე… ისე ახლოა, რომ მას ლოცვით მისწვდები.
უფალთა უფალს შენი ხმა ესმის. ის შენს ცრემლს ხედავს და თავის ჭურჭელში ათავსებს (ფსალმ. 55:9).
ღმერთს ესმის შენი ვედრება და პასუხობს მას. ის გულგრილი როდია შენი ძახილისადმი:
- თუკი თავდამსხმელთა პირისპირ აღმოჩნდი, ღმერთი ჩენს მხარესაა (ფსალმ. 26:2).
- თუკი ზღვის მორევში ჩავარდი და შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, უფალი ხელს გაიწვდენს და წყლიდან ამოგიყვანს (2 მეფ. 22:17).
- ის გაჭირვებისას გიცავს და ხსნის სიხარულს შემოგახვევს (ფსალმ. 31:7).
- შენი მტრების წინააღმდეგ ის ფარსა და საჭურველს აიღებს (ფსალმ. 34:2).
ის შენი კლდეა, შენი სიმაგრეა, ამიტომ შენ უშფოთველი და მშვიდი ხარ.
ის შენს ყოველ ნაბიჯს წარმართავს, ამიტომ შენ მშვიდობით ივლი. მამა შენს მხარესაა, ამიტომ ნუ გეშინია.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს