6.29

მთავარი | დაინახე სასწაული | თავი დააღწიე ცრემლის ველს

თავი დააღწიე ცრემლის ველს

„რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვინ შეგასხამს შავეთიდან ქება-დიდებას? მოვიქანცე ჩემი ვაებით, ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალბობ ჩემს სარეცელს. დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო. განმშორდით, ყოველნი მომქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა. ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას“. (ფსალმ. 6:6-10).

ჩემო მეგობარო, უფალს ესმის შენი ძახილი. შენმა შემოქმედმა შენზე ყველაფერი იცის, მის თვალთაგან არაფერია დაფარული. მან ყველაფერი იცის… ის ყველაფერს ხედავს… იგი ახლა შენ გიყურებს.  

ახლა, როცა შენ ამ სტრიქონებს კითხულობ, ის შენ გვერდითაა. გჯეროდეს – ის გამოგიყვანს შავეთიდან და აგამაღლებს. ის თავისთან მიგიზიდავს, შენს რწმენას განამტკიცებს, შენს გულს განაახლებს და გაგაძლიერებს. 
ილოცე ჩემთან ერთად: „მამაო, ვიცი, რომ ახლა ჩემთან ხარ. როცა ჩემს გულს სევდა და დარდი ამძიმებს, ვიცი, რომ მაშინაც ჩემთან ხარ. შენ გამიძღვები მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე, შენ გამომიყვან ცრემლის ველიდან. გმადლობ, რომ ჩემთან ხარ, გმადლობ, რომ გიყვარვარ. შენი სახლით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.