3.24

მთავარი | დაინახე სასწაული | თუკი ღმერთთან ხარ, შენი ოცნება განხორციელდება!

თუკი ღმერთთან ხარ, შენი ოცნება განხორციელდება!

იქნებ გულით იმედს დაატარებ, მაგრამ რაღაც გაბრკოლებს:

  • რომ უარს მიიღებ;
  • რომ წარმატებას ვერ მიაღწევ’
  • რომ ძალა არ გეყოფა;
  • რომ შენს საქმეში საუკეთესო ვერ იქნები;
  • და ა. შ.

შენმა შემოქმედმა ღმერთმა თავის ხატად შეგქმნა. ამიტომ შენც შემოქმედი ხარ! შენ ახლის შექმნის უნარი გაქვს!

შენ ახალი გზის დასაწყისში დგახარ. ამ გზაზე შენ ადამიანთა სულებს შეცვლი, მათ აზროვნებას შეცვლი და მათ ფიქრებს ქრისტესკენ მოაქცევ.

ნუ დაგაბრკოლებს მტრის თავდასხმა და წინააღმდეგობა. ნუ შეჩერდები!

ნუ შეიზღუდავ ოცნებას, ნუ შეგაშინებს სიახლე და ახლებური აზროვნება. შენ უძლური არ ხარ… შენ ძალიან ძლიერი ხარ!

ვერავინ დააბრკოლებს ღვთის განგებულებას, რომელიც მან გულში ჩაგიდო. მიიღე სულიწმიდის მოქმედება, მიიღე მისგან სიმამაცე და შთაგონება!

ილოცე ჩემთან ერთად: “სულო წმიდაო, სწორედ ახლა ვიღებ შენგან თანადგომას, სიმამაცეს და შთაგონებას! მე შემოქმედი ვარ. მე სიახლე არ მაშინებს! მე ვდევნი შიშს იესოს სახელით… მტერი ვერ შემაჩერებს! იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.