7.6

მთავარი | დაინახე სასწაული | იარე, ნუ შეჩერდები! უფალი შენთანაა!

იარე, ნუ შეჩერდები! უფალი შენთანაა!

„ერთი წლის წინ კოვიდი შემეყარა. ორმხრივი პნევმონია მქონდა, თან გულის პრობლემებიც დაერთო. ორმოცდახუთი დღე საავადმყოფოში გავატარე. გამოჯანმრთელებას ორი თვე დასჭირდა. ახლა უკვე კარგად ვარ.  ღვთის მადლით ეს განსაცდელი გადავლახე. ვიცი, რომ არ ვარ სრულყოფილი. თუმცა ისიც ვიცი, რომ ცხოვრება გრძელდება და მეც არ უნდა შევჩერდე, რადგან უფალი ჩემთანაა“. 

„არ მახსოვს, როდის და როგორ მოხვდა თქვენი პირველი წერილი ჩემი ფოსტის ინბოქსში.  ის კი ვიცი, რომ ღმერთმა ასე ისურვა. ქალაქის გარეუბანში პატარა მაღაზია მაქვს. ბოლო დროს შემოსავალი თითქმის არ მოჰქონდა. 50 წლის ვარ და ჩემს ასაკში სამსახურის პოვნა ერთობ რთულია. უიმედობა დამეუფლა. თქვენმა წერილებმა გამახსენა ის, რაც ისედაც ვიცოდი: უფალი ჩემთანაა, ამიტომ სასოწარკვეთაში ჩავარდნა არ მმართებს. დავმშვიდდი და გამოსავალიც გამოჩნდა – მარტივი, ცხოვრებისეული. ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. გმადლობთ!“.  

„ჩემს მეუღლეს მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ჩვენი ოჯახისთვის მართლაც მძიმე დროა. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა და სულიერი წონასწორობის შენარჩუნებას ვცდილობთ. თქვენი წერილები ამაში დიდად გვეხმარება. ახლა სწორედ ასეთი ნუგეში გვჭირდება. თქვენი გზავნილები უფლის შეხებას ჰგავს. სწორედ იმას ვკითხულობ, რასაც განვიცდი და რის დაძლევასაც ვცდილობ. ვკითხულობ და პასუხსაც ვიღებ“.  

2 კორინთელთა 4:8-10 მუხლებში ვკითხულობთ: „ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი. გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი. და მუდამ სხეულში ვატარებთ უფალ იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდეს“..

იესოსთან ერთად შენ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვებ.  იესოსთან ერთად ადამიანი ღირსეულად გაივლის მიწიერი ცხოვრების  უკანასკნელ ეტაპსაც,  რადგან ჩვენში ღვთის სიცოცხლე და ღვთის სულია. 
სიმართლის გზაზე დაბრკოლებაც შეგხვდება, საფრთხეც და ეჭვიც. მაგრამ უფალს შენი წინსვლა სურს. ის მიგიძღვის და გზის გაგრძელებაში გეხმარება, გიცავს შენი გზის ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე. ვინ იცის, იქნებ ამ გზაზე სასოწარკვეთილებს, სნეულებს და ღატაკებს შეხვდე. მათ შენი დახმარება სჭირდებათ. ამ ადამიანებს შენ უნდა ასწავლო, როგორ იპოვონ უფალი: „ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ“  (მათ. 28:20).

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.