
იესოსაც უღალატეს. სულ რამდენიმე ვერცხლად ის მისმა მოწაფემ გაყიდა, ადამიანმა, რომელმაც სამი წელი ღვთის ძის გვერდით გაატარა და მისი არაერთი სასწაულის მოწმე ყოფილა. იუდამ ყველაფერი იცოდა იესოს ცხოვრების შესახებ. უნახავს მისი თანაგრძნობა, მისი სიყვარული, მისი სინაზე, მისი ბრძოლა. და უცებ ღალატი გადაწყვიტა. და ეს მას მერე ჩაიდინა, რაც იესოსგან პური და ღვინო მიიღო, მასთან ერთად პასექი გაატარა. რა შემზარავი ღალატია!
მაგრამ ამ შემზარავმა ღალატმა და სიცრუემ იესოს ჩვენი ხსნის ღვთის ჩანაფიქრი განეხორციელებინა. იუდას ღალატის შედეგად იესო შეიპყრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. და იესომ ჯვარზე აიტანა ყველა ჩვენი ცოდვა, სნეულება და ყველა ღალატი, რომელიც გვტანჯავდა.
იმედი არის. ეს იმედი იესო ქრისტეა! მეგობრის ღალატმა გული ატკინა, მაგრამ იესომ იუდას მხოლოდ ეს უთხრა: “რასაც აკეთებ, მალე გააკეთე” (იოანე 13:27).
მერე კი წინ გასწია, თავისი მისიისკენ. ის შენც ამისკენ მოგიწოდებს: იარე, ნუ შეჩერდები!
ღვთის მადლით წინ წადი, მიუტევე, დაივიწყე, რაც იყო, ახალი ცხოვრებით იცხოვრე! ნუ დაგაბრკოლებს ის, რაც უწინ იყო. ყურადღებასაც ნუ მიაქცევ. კი, ადამიანებმა გაგაწბილეს, გიღალატეს, გატკინეს, გაგრიყეს, სასტიკად მოგექცნენ… მაგრამ იესო არ გაგაწბილებს, არ გიღალატებს, არ მიგატოვებს. შენ მას მუდამ ეყვარები!
ილოცე ჩემთან ერთად: “უფალო, მე წინსვლა ვარჩიე. ჩემი ძალით ამას ვერ შევძლებ, შენი მადლით კი შევძლებ! სიცოცხლე ვარჩიე… გადავწყვიტე მივუტევო და ახალი ცხოვრებით ვიცხოვრო. ისეოს სახელით, ამინ.”
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს