
ბევრი ადამიანისგან მომისმენია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი მათ ცხოვრებაში.
„დაინახე სასწაულის“ გზავნილებმა მასწავლა, რომ ღვთის სიტყვის კითხვა და ცოდნა როდი კმარა: მისი სიტყვისამებრ უნდა ვიცხოვრო და ვიმოქმედო“.
„დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იესო დღენიადაგ ჩემთანაა. როცა მგონია, რომ გადაულახავ დაბრკოლებას წავაწყდი, იგი ყოველთვის მაჩვენებს გადაწყვეტილებას“.
„მძიმე განსაცდელი გამოვიარე. ერთ გასაჭირს მეორე მოჰყვა. შველას ვითხოვდი, და შველა მომეცა: ღმერთმა თქვენთან მომიყვანა“.
მართლაც გამამხნევებელი სიტყვებია. დიახ, იესო მუდამ შენთანაა! ის გეუბნება: „მე ვარ გზა“‘ (იხ. იოან. 14:6).
ნუ შეგაშინებს დაბრკოლებები და ზღუდეები. ნუ შეშინდები, თუკი შენ წინაშე მთები აღიმართება. შენ სწორი გზით მიდიხარ. მხნედ იყავი, ღმერთი ხომ შენთანაა. მას უყვარხარ და ის შენზე ზრუნავს. როცა დაგჭირდება, ის აგიტაცებს და გატარებს.
იესო შენთანაა. შენ მისი სიყვარულით ხარ გარემოცული. ის გესაუბრება, წამოდგომაში გეხმარება. დღევანდელი სირთულე თესლია, რომელიც ხვალ გაღვივდება და ღვთის დიდებით აყვავდება. ღმერთი არასდროს მიგატოვებს, ის გიხმობს და გეუბნება: „გამომყევი“.
ილოცე ჩემთან ერთად: „იესო, შენ ჩემთან ხარ. შენ გარემომიცავ შენი სიყვარულით, წამოდგომაში მეხმარები. გმადლობ განსაცდელისთვის, რომელიც ხვალ შენი სახელის დიდებით აყვავდება. შენ ჩემი გზა ხარ. შენი სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს