6.32

მთავარი | დაინახე სასწაული | იესომ შენთვის ბრძოლაში გაიმარჯვა!

იესომ შენთვის ბრძოლაში გაიმარჯვა!

იესომ დათრგუნა სიკვდილი და მისი ძალა. იგი ამაღლდა და მიიღო „ყველა სახელზე უზენაესი სახელი“. რაა მასთან მარტოობა, გარიყულობა, დათრგუნულობა? მან ამ ყველაფერს ჯვარცმით სძლია და გაგათავისუფლა.   

“…არამედ წარმოიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი“.(ფილიპ. 2:7-9).

ნუ დანებდები გარემოებებს! იესომ შენთვის ბრძოლაში გაიმარჯვა. შეხედე: იესოს გამარჯვება სრული და სრულყოფილია. იესოს გამარჯვება სამარადისოა. იესოს სრულყოფილი გამარჯვება მისი ასევე სრულყოფილი მორჩილების შედეგია. უფალმა შენთვის არაფერი დაიშურა, უფალმა შენთვის ყველაფერი დათმო და თავის გამარჯვებაში თანაზიარება მოგცა. 

  • შენ გათავისუფლდი ცოდვის ტვირთისგან (რომ. 8:2)
  • შენ გათავისუფლდი წარსულისგან (2 კორ. 5:17)
  • შენი სული დაწყნარდა და სიმართლის გზაზე დადგა (ფსალმ. 22:3)

ჩემო მეგობარო, გიხაროდეს, რადგან იესომ ბრძოლა მოიგო. წარმოთქვი ეს სამადლობელი ლოცვა ჩემთან ერთად: „იესო, გმადლობ მამის მორჩილებისთვის, გმადლობ, რომ სიცოცხლე გაიღე ჩემთვის. უფალო, არ ვარ ღირსი. მაგრამ შენი გულმოწყალებით  გავთავისუფლდი და განვიკურნე. შენი სახელით, ამინ!“.

დამოწმება: „პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ძნელი ასატანია როგორც თავად სნეულისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვისაც. ჩემმა მეუღლემ ამ მდგომარეობას ვერ გაუძლო. წავიდა და შვილებიც წაიყვანა. მაგრამ ღმერთმა გამაძლიერა, ჩემი გული მათდამი კიდევ უფრო დიდი სიყვარულით აავსო და ოჯახის დაბრუნების გადაწყვეტილება მიმაღებინა. ახლა ვცდილობ ისეთი გავხდე, როგორიც ღმერთს სურს რომ ვიყო“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.