6.31

მთავარი | დაინახე სასწაული | იესოს ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ!

იესოს ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ!

დღეს მინდა რამდენიმე დამოწმება გაგიზიარო და მადლობა გადავუხადო „დაინახე სასწაულის“ ყველა მკითხველს.

„დიდი სიხარულით ვკითხულობ თქვენს გზავნილებს, რომლებიც ყოველ დილით მახსენებს რომ ღმერთი ჩემთანაა და მე მას ვუყვარვარ“.

„ოჯახთან ერთად საზღგვარგარეთ ვცხოვრობ, ქვეყანაში, სადაც ძალზე ცოტა ქრისტიანია. თქვენი წერილები ჩვენთვის დიდი ნუგეშია“.

„თქვენ ყოველდღე მახსენებთ, რომ ღმერთს უსაზღვროდ ვუყვარვარ. უწინ ვფიქრობდი, რომ უიღბლო და უსუსური ვარ. ახლა კი თავდაჯერებით მივიწევ წინ, რადგან ვიცი, რომ ღვთის შვილი ვარ და ბედნიერებას ვიმსახურებ“.

წაიკითხე დედა ტერეზას ეს ულამაზესი ლოცვა. ის კიდევ ერთხელ გაგახსენებს, რომ შენ ღმერთს უყვარხარ. 

„აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ…’” (გამოცხ. 3:20).

ჰო, მე დღედაღამ შენი გულის კართან ვდგავარ. მაშინაც კი, როცა ყურს არ მიგდებ, მაშინაც, როცა არ გჯერა, რომ ეს მართლაც მე ვარ. შენგან თუნდაც მცირე ნიშანს ველოდები, თუნდაც ჩურჩულით შემოპატიჟებას, და მე შემოვალ. 

და მინდა იცოდე: როცა არ უნდა მომიხმო, მე მოვალ, არ დავყოვნდები. მოვალ ჩუმად და უჩინრად, მაგრამ დიდი ძალითა და სიყვარულით, და ჩემი სულის მრავალ ნიჭს მოგიტან. მოვალ გულმოწყალებით, შენი მიტევებისა და განკურნების სურვილით, მოვალ სიყვარულით, რომელიც შენს გაგებას აღემატება – იმ დიადი სიყვარულით, რომელიც მამისგან მივიღე („ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში“ (იოან. 15:10).  მოვალ, რომ განუგეშო და ძალა მოგცე, ფეხზე წამოგაყენო და იარები მოგიშუშო. ჩემს ნათელს მოგცემ, რათა შენი სიბნელე და ეჭვი გავფანტო. მოვალ, რათა შენი ტვირთი ვიტვირთო, შენს გულს შევეხო და შენი ცხოვრება შევცვალო, შენს სულს ჩემი მშვიდობა მივცე. 

შენზე ყველაფერი ვიცი. შენს თავზე თმის ღერებიც კი დათვლილია. შენს ცხოვრებაში ჩემთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია. ყველა შენი დარდი, სევდა და საზრუნავი ვიცი. ჰო, შენი ცოდვებიც ვიცი. მაგრამ კიდევ გეტყვი: იმიტომ კი არ მიყვარხარ, რომ რაღაც ჩაიდინე, ან რაღაც არ შეასრულე, არამედ ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ, მიყვარხარ იმ სილამაზისა და ღირსებისთვის, რომელიც ჩემმა მამამ მოგცა, როცა თავის ხატად და მსგავსად შეგქმნა. ეს ღირსება არაერთხელ დაივიწყე, სილამაზე ცოდვით გაახუნე. მაგრამ მე ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ“.
დიახ, ღმერთს ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.