
სახარების კითხვისას შეამჩნევ, რომ იესო მუდამ იქ მიდიოდა, სადაც მისი ყოფნა საჭირო იყო: ტაძარში, სნეულებთან, ხალხის თავშეყრის ადგილებზე, ქორწილში ან თუნდაც მეგობრებთან, ნადიმზე.
განა იმიტომ კურნავდა იესო სნეულებს, განა იმიტომ ქადაგებდა, განა იმიტომ აქცია წყალი ღვინოდ, რომ დამსწრეთა მოწონება და აღფრთოვანება გამოეწვია? რა თქმა უნდა, არა. მისი ყველა მოქმედება, თვით მისი მოვლინება, განკაცება, მხოლოდ ჩვენდამი სიყვარულით იყო ნაკარნახები.
„მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:8)
განკაცებულ უფალს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ჩვენი ხსნა. მისი სიყვარული იმდენად დიდია, რომ მან ჩვენთვის, ცოდვილებისთვის, სიცოცხლე არ დაიშურა.
ისევ შეგეპარა ეჭვი მის სიყვარულში? დღეს ღმერთი კვლავ გიმტკიცებს, რომ მისი საყვარელი შვილი ხარ. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შენ სიცოცხლე გქონდეს, და თანაც უხვად გქონდეს.
- შენდამი სიყვარულის გამო მან თავისი ზეციური ტახტი დატოვა;
- დედამიწას მოევლინა, როგორც უმწეო ყრმა;
- სიყვარულით გვემსახურა;
- თავისი სისხლით, თავისი სიცოცხლის ფასად, ჯვარცმით გამოგვისყიდა ცოდვისგან;
- უცოდველმა, ჩვენი ცოდვები იტვირთა;
- დაამხო ჯოჯოხეთის ბჭენი.
მერე კი აღდგა მკვდრეთით და საუკუნო სიცოცხლე მოგვცა.
როცა ეჭვი შეგიპყრობს, გახსოვდეს: მისი სიყვარული სიკვდილმაც ვერ დააბრკოლა. პირიქით: მან სიყვარულით სიკვდილი დათრგუნა.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს