10.8

მთავარი | დაინახე სასწაული | იესო განუგეშებს!

იესო განუგეშებს!

„მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი“ (ფსალმ. 22:4)

თავისი კვერთხით მწყემსი გზას აცდენილ ცხვარს ფარაში აბრუნებს. 

რამდენჯერ ავცდი სწორ გზას? რამდენჯერ დავეცი? რამდენჯერ ჩამიდენია უკეთურება და რამდენჯერ შემიცოდავს?

მაგრამ ღმერთი, თავისი უსაზღვრო სიკეთით, სიყვარულითა და მადლით სწორ გზაზე მაბრუნებს. 

კეთილი მწყემსი თავის კვერთხს მტაცებელთა მოსაგერიებლად იყენებს, ცხვარზე კი არასდროს აღმართავს. მისი კვერთხი ცხვრისთვის ნუგეშის იარაღია.  

„ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი… წინაღუდექით მას მტკიცე რწმენით“ (1 პეტრ. 5:8-9). „რადგან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც სოფელშია“ (1 იოან. 4:4).

გული დაიმშვიდე. შენი მწყემსი ხომ იესოა. იგი ყოველდღე გიცავს და წინ მიგიძღვის.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.