9

მთავარი | დაინახე სასწაული | იესო თავის მშვიდობას გაძლევს

იესო თავის მშვიდობას გაძლევს

იესომ გვაუწყა: „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება“ (იოანე 14:27).

სოფელი კი ასე გვაძლევს:

  • დამსახურებისამებრ: კარგად და გულმოდგინედ თუ იმუშავებ, მეტს მიიღებ.
  • გაცვლით: იმიტომ გეძლევა, რომ სამაგიეროდ შენგანაც რაიმეს ელიან.
  • კორუფციის გამო: არცთუ იშვიათად ფულით დუმილი, ძალაუფლება და ა. შ. იყიდება.
  • კონტროლისთვის: როცა ადამიანებს რაიმე მათივე დამოუკიდებლობის სანაცვლოდ ეძლევათ.

საბედნიეროდ, იესო ისე არ გვაძლევს, როგორც წუთისოფელი! ის უსასყიდლოდ, სიყვარულით გვაძლევს.

შენი ხსნისთვის მან თავისი ცხოვრება მისცა. ისე გაიღო საკუთარი თავი, რომ სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია. მისი სიყვარულის მოსაპოვებლად შრომა და გარჯა არ გჭირდება. ის მას შენ გაძლევს.

იესოს გული სავსეა სყვარულით და მორჩილებით. მას შენი ცხოვრების კონტროლი კი არა, შენთან მეგობრობა, ნდობა, შენი მწყემსვა სურს.

ის დღესაც მზადაა, მოგცეს თავისი მშვიდობა მხოლო იმიტომ, რომ უყვარხარ. განა საოცარი არ არის?

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.