
მთელი თავისი ცხოვრებით და მსახურებით იესომ მამის ნებისა და განგებულების მორჩილების საოცარი მაგალითი გვაჩვენა. მან იცოდა, რაც ელოდა, მაგრამ „დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილიპ. 2:8).
წინა წერილში გავიხსენეთ, რომ ჯვარცმულმა, სიკვდილის წინ, მამას შეჰღაღადა. მაგრამ მან იცოდა, რაც ელოდა და მზად იყო, მამის ნებას დამორჩილებოდა და თავისი მისია დაესრულებინა:
„მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი“ (მათ. 26:42)
დიახ, იესომ ცხოვრება უძღვნა მსახურებას შენი ხსნისთვის, მერე კი ჯვარზე მოკვდა – შენთვის.
ნუთუ შესაძლებელია, რომ ღმერთს შენი ხმა არ ესმოდეს? რა თქმა უნდა, მას შენი ესმის. ამიტომ მიბაძე იესოს, იარე, როგორც ის დადიოდა, იმოქმედე, როგორც ის მოქმედებდა და დაემორჩილე მამას ისე, როგორც თვით უფალი ემორჩილებოდა.
მოდი, ერთად ვილოცოთ: „მამაო, იცი ჩემი განსაცდელი. გმადლობ, რომ ახლა, ამ რთულ დროს ჩემთან ხარ. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მიმატოვე, რომ ჩემი ხმა არ გესმის. მომიტევე ამ ეჭვისთვის. თუნდაც ისე არ მოხდეს, როგორც მე მსურს, შენ მოგენდობი, შენს ნებას დავემორჩილები. შენი სახელით, ამინ“.
ღვთის ნება ეძიე და მხოლოდ მის თანახმად იცხოვრე.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს