
წინა ორ წერილში იესოს მორჩილებასა და თანაგრძნობაზე ვისაუბრეთ. მაგრამ როცა საჭირო იყო, ის დიდ სიმტკიცეს და მგზნებარებას ავლენდა. მოდი, ერთი სახარებისეული ამბავი გავიხსენოთ:
„და მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა ტაძარში იესო, და დაიწყო გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა. მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები ააყირავა. არ ანებებდა, რაიმე გაეტარ-გამოეტარებინათ ტაძარზე. და ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „არ სწერია, ჩემი სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლად იწოდებაო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ“ (მარკ. 11:15-17)
როცა იესო უკეთურებას ხედავს, იგი რისხვის გამოვლენას არ ერიდება.
- იგი განურისხდა მათ, ვინც პატივს არ სცემდა მისი მამის ტაძარს (იხ. იოან. 2:15)
- იგი აღაშფოთა მოვაჭრეთა საქციელმა, რომლითაც მათ მისი მამა შეურაცხყვეს (იხ. ფსალმ. 68:10) და მისი სახლი „სავაჭრო სახლად“ აქციეს (იხ. იოან. 2:16)
ხედავ, რა მგზნებარებით აღასრულებდა იესო თავის მისიას? მსახურებისას მისთვის უცხო იყო უმოქმედობა და სისუსტე. იგი მთელი გულით ეკიდებოდა ყველაფერს, რასაც აკეთებდა – როცა მამის სახლს იცავდა, როცა კურნავდა, როცა ასწავლიდა…
ასეთივე მგზნებარეა შენ მიმართ იესოს სიყვარული. მიუახლოვდი მას, უპასუხე მის სიყვარულს და ყოველდღე განმტკიცდი და გაძლიერდი ამ სიყვარულში.
კურთხეული იყავი!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს