10.28

მთავარი | დაინახე სასწაული | იესო უკან არ დაიხევს!

იესო უკან არ დაიხევს!

როცა რაღაც ცუდი ხდება, ადამიანები ხშირად ასეთ კითხვებს სვამენ: სად იყო ამ დროს თქვენი იესო? რატომ არ ჩაერია? რატომ არ უშველა? ერთობ ძნელია სკეპტიკურად განწყობილი ადამიანისთვის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, იმის ახსნა, თუ რა არის, ჯერ ერთი, ადამიანის თავისუფალი ნება და მეორე – ღვთის ნება. 

გახსოვს იესოს ტანჯვა და ვნება? ჯვარცმულმა უფალმა წამოიძახა:

„ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ (მათ. 27:45-46)  

ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ღმერთმა იესო დატოვა და, ამრიგად, კაცობრიობის ხსნის მისიამ მარცხი განიცადა.  ასე ფიქრობდნენ ემაუსისკენ მიმავალი მოწაფეები: მოვიდა ის, ვისაც ისრაელი რომაელთა უღლისგან უნდა ეხსნა, ის კი ჯვარს აცვეს  (იხ. ლუკ. 24:13-21)

გიფიქრია ოდესმე, რომ იმ დროს, როცა ღვთის დახმარება გჭირდება, იგი შენთან არ არის, რომ მან მიგატოვა? 

სავსებით ადამიანური გრძნობა და ფიქრებია. ეს გრძნობა წამით იესომაც კი განიცადა. მაგრამ მან იცოდა, რომ ღვთის განგებულებას, მამის ნებას აღასრულებდა. შენ იცი ამ ამბის დასასრული: უფალი მკვდრეთით აღდგა, ცოდვისგან და სიკვდილისგან გვიხსნა. 

თუკი დღეს ამგვარი გრძნობა გეუფლება, მოგიწოდებ: გწამდეს, რომ უფალი შენთანაა, უკანასკნელი სიტყვა მას ეკუთვნის და ის ყოველივეს სასიკეთოდ მოაგვარებს.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.