
იესო შენი სულის მეგობარია. ის მუდამ შენთანაა, არასდროს გშორდება. ვერავინ გაიზიარებს შენს გულისნადებს ისე, როგორც იესო. როცა შენთვის რთული დრო დგება, იესო
- განგამტკიცებს და ბოროტისგან გიცავს (იხ. 2 თეს. 3:3)
- თავისი უსაზღვრო სიყვარულით მსჯავრს აგაცილებს (იხ. რომ. 8:1)
- საშიშროების დღეს დაგიცავს (იხ. ფსალმ. 55:4)
თუკი შენი სული დარდმა და სასოწარკვეთილებამ მოიცვა, შენს ჭეშმარიტ მეგობარს, იესოს მიმართე. მის ერთგულებას, მოთმინებას და სიყვარულს საზღვარი არ აქვს. უწინ, დღეს და დღენიადაგ ის შენთანაა.
ამ განსაცდელში, ამ გამოწვევის პირისპირ შენ მარტო არ ხარ. შენ არასდროს დარჩები მარტო.
ერთად ვილოცოთ: „იესო, გმადლობ შენი ერთგულებისთვის, შენი მეგობრობისთვის, შენი მყოფობისთვის. მტკიცედ მწამს, რომ არასდროს მიმატოვებ, რადგან ჩემი ჭეშმარიტი, უერთგულესი მეგობარი ხარ. გმადლობ, უფალო“.
დამოწმება: „უმშვენიერესი დღე გათენდა. რამდენიმე თვის განმავლობაში რადიკულიტი მტანჯავდა. მედიკამენტებისგან ტკივილი მხოლოდ ცოტა ხნით ყუჩდებოდა. იძულებული გავხდი, სამსახურისთვის თავი დამენებებინა. ტკივილმა უძილობა გამოიწვია, ამას თვითგვემა და დეპრესია მოყვა. გუშინ კი თქვენი წერილი წავიკითხე . დავფიქრდი და მივხვდი: მე მარტო არ ვარ, უფალი მუდამ ჩემთანაა. ავადმყოფობა კი დასრულდება. ტკივილის მიუხედავად ავდექი და სახლში ისეთი საქმეების კეთება დავიწყე, რაც ოჯახის მამას ევალება. ამ დროს იესოს ძალას ვთხოვდი და მან ჩემი ვედრება ისმინა. ძალაც მომეცა, საქმეც გაკეთდა და ტკივილიც ჩაცხრა და დათრგუნულობაც გაქრა“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს