10.15

მთავარი | დაინახე სასწაული | იესო შენი გზამკვლევია!

იესო შენი გზამკვლევია!

წარმოიდგინე, რომ უცნობ ადგილას ხარ და გზას აცდი. არ იცი, რა მიმართულებით წახვიდე, რომ სახლისკენ მიმავალ გზას დაუბრუნდე. 

ჩემს მეგობარს მთაში ლაშქრობისას გზა აებნა. ბინდდებოდა, ნისლიანი საღამო იყო, აცივდა. საბედნიეროდ, დაბნელებამდე მან გზას მიაკვლია და სოფლამდე მისვლა შეძლო. მერე თავად უკვირდა, ასეთ გამოცდილ მოგზაურს გზა როგორ ამებნაო.

„ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“ (იოან. 14:6).

იქნებ დღეს ბინდით და ნისლით ხარ გარემოცული? შენთვის კარგი ამბავი მაქვს. იესო მაღლიდან დაგყურებს და ყველაფერს ხედავს. მას მიენდე, რადგან იგი თავად არის შენი გზა.  

ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, შენ ხარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. შენ ხარ ის, ვინც გზას მინათებს. თუნდაც ნისლმა გარემომიცვას, ჩემი სავალი გზა შენგან არ დაიფარება. უფალო, გმადლობ შენი მყოფობისთვის, გმადლობ იმისთვის, რომ გზას მინათებ. მიყვარხარ, იესო. შენი სახლით, ამინ“. 

დამოწმება: „რამდენიმე წლის წინ ნარკოდამოკიდებულების გამო შვილი დამეღუპა. უფლის მიმართ რისხვამ მომიცვა. შევწყვიტე ეკლესიაში სიარული, აღარ ვლოცულობდი. სახლში ბიბლიის რამდენიმე გამოცემა მქონდა და ყველა ნათესავებს დავურიგე. „დაინახე სასწაული“ არ გამომიწერია, არც კი ვიცი, ჩემს ელ-ფოსტაში როგორ მოხვდა. გზავნილის სათაურმა მიმიზიდა. მას შემდეგ ჩემი დღე თქვენი წერილების კითხვით იწყება. ეკლესიაში ჯერ ვერ ვბრუნდები, მაგრამ რამდენიმე დღის წინ აქ, ჩემი ოთახის სიმშვიდეში ლოცვა შევძელი. ღმერთმა გაკურთხოთ თქვენი მსახურებისთვის“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.