
მთავარი | დაინახე სასწაული | იესო შენი ცხოვრების სიცარიელეს ავსებს!
იესო შენი ცხოვრების სიცარიელეს ავსებს!
საამოა იმის ცოდნა, რომ შეგვიძლია ყველაფერი იესოს მივანდოთ. ჩვენ მას მივანდობთ ჩვენს საზრუნავს, ჩვენს გასაჭირს ვუზიარებთ. და კიდევ: ჩვენ მას იმას ვთხოვთ, რაც გვაკლია.
ალბათ, ყოფილა შენს ცხოვრებაში ისეთი დღეები, როცა იღვიძებ და… არც ღიმილი გსურს, არც სხვაზე ზრუნვა, არც კეთილი საქმეების კეთება.
გამოგიტყდები: ჩემს ცხოვრებაში არაერთი ასეთი დღე ყოფილა! არ მიყვარს ამ სიცარიელის განცდა.
კარგი ამბავი ისაა, რომ ამ სიცარიელის, ამ „არაფრის“ შევსება იესოს შეუძლია.
თუკი დღეს შენთვის ასეთი დღეა, ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, ჩემში სიცარიელემ დაისადგურა, ვერაფერს გავცემ. მსურს, რომ მიყვარდეს, ამიტომ ამავსე შენი სიყვარულით, უფალო, ამავსე შენი მყოფობით, შენი სიხარულით. გმადლობ, უფალო იესო. ვიცი, რომ სწორედ ახლა ასრულებ ჩემს ვედრებას. მიყვარხარ, უფალო! ამინ“.
დამოწმება: „ზოგჯერ სხვის გასაჭირზე თვალი დამიხუჭავს, გვერდზე ჩამივლია. ვფიქრობდი: „იმდენი პრობლემა მაქვს, რომ თავად მჭირდება დახმარება. საბრალო მე ვარ. მირჩევნია, საკუთარი თავი შევიცოდო“. თქვენი წერილების კითხვა დავიწყე და მალე ერთ რამეს მივხვდი: არც მარტოსული ვარ, არც საბრალო. უფალი ხომ ჩემთანაა. თვითსიბრალულის სენისგან განვიკურნე. ახლა თვალს აღარაფერზე ვხუჭავ, რადგან უფალმა სიყვარულში განმამტკიცა. გმადლობთ თქვენი მსახურებისთვის. თქვენმა წერილებმა ჩემს ცხოვრებაში რწმენა, სასოება და სიყვარული დააბრუნა“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს