
დღეს პირველი ფსალმუნის შესწავლას განვაგრძობთ!
„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის რჯულზე ფიქრობს. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1-3).
ქრისტიანული ცხოვრება მოგზაურობაა. ამ მოგზაურობის წარმატებისთვის ღმერთმა მშვენიერი მრჩევლები მოგცა, რომლებიც გზაზე გაგიძღვებიან.
სულიწმიდა. იესომ თქვა: „მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ“ (იოანე 16:13).
შეგიძლიათ რჩევა ჰკითხოთ და ის გიპასუხებთ!
ღვთის სიტყვა. იესომ თქვა: „ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ“ (მარკოზი 13:31).
ღმერთი წმიდა წერილით გვესაუბრება. იკითხე ბიბლია და ღვთის სიტყვით იხელმძღვანელე! ფსალმუნთა წიგნში ვკითხულობთ: „როგორ შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას იგი შენი სიტყვისამებრ“ (ფსალმ. 118:9).
მისი ერთგული მსახურები. შესაძლოა, უფლის „ცუდმა“ ან არასასიამოვნო მსახურმა გაგაწბილათ. ვწუხვარ. ვიცი, რომ ეს არ არის იოლი. მაგრამ ღმერთს კარგი მსახურებიც ჰყავს, ქალები და მამაკაცები, რომელთაც იესო ეუბნება: “კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ; შედი შენი ბატონის სიხარულში“ (მათე 25:23).
ბიბლია გვასწავლის, რომ ხსნა მრჩეველთა სიმრავლეშია (იგავები 11:14).
პირველ ფსალმუნში ღმერთი გვეუბნება: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას”. ეშმაკი, შენი სულის მტერი, არასდროს ეცდება შენს გამხნევებას. ის მუდამ იმის კეთებას „გირჩევს“, რაც ღმერთს გაანაწყენებს.
მან იესოს ცდუნებაც კი სცადა! (მათე 4:3-11).
მან იესო ტაძრის ქიმზე დააყენა და გადმოხტომა შესთავაზა. როდესაც იესოს მოშივდა, ეშმაკმა ქვების პურად გადაქცევა „შესთავაზა“. მაგრამ იესო ღვთის სიტყვით პასუხობდა! მან უღმერთოს რჩევა არ მიიღო. ისე მოიქეცი, როგორც იესო იქცეოდა და დაინახავ, რომ ღმერთი გფარავს, დაინახავ, რომ მისი ანგელოზები შენს დასახმარებლად მოდიან!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს