4.14

მთავარი | დაინახე სასწაული | ის შენ გიცნობს…

ის შენ გიცნობს…

ღმერთი შენ გიცნობს. მან შენი ცხოვრების, შენი გულის, შენი არსებობის ყველა წვრილმანი იცის. მისგან არაფერია დაფარული.

თამამად მიანდე მას ყველაფერი, რაც გაწუხებს ან გრთგუნავს. მან ეს უკვე იცის და მას ეს არ აშინებს. პირიქით – მამას შენთან ყოფნა, შენთან საუბარი სურს.

მიანდე ყვეალფერი ლოცვისას: შენი ტკივილი, შენი სიხარული, შენი დარდი და თუნდაც ის, რის გამოც ყვირილი გსურს… და ადიდე ღმერთი!

იცი, რომ სიყვარულის ხელმწიფეს თავადაც სურს შენთან საუბარი? მას შენთვის თავისი სიხარულის, განგებულების, შენთან დაკავშირებული გეგმების გაზიარება სურს!

ღმერთი შენი მამა და მეგობარია. ამიტომ მიაჩუმე ყველა ხმა, რომელიც ხელს გიშლის ღმერთთან ურთიერთობაში და მხოლოდ მის ხმას უსმინე. თუ ისურვებ, შეგიძლია ღმერთი „Bethel Music“-ის ამ მშვენიერი სიმღერით ადიდო – “You Know Me” („შენ მე მიცნობ“):

დღეს ცა იხსნება და შენს ცხოვრებაში თავის სიტყვას ამბობს. მამა, რომელიც ასე კარგად გიცნობს, შენს გულში თავის მშვიდობას ამკვიდრებს, მთელ შენს არსებას თავისი სიხარულით ავსებს!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.