
ბიბლიაში ვკითხულობთ: “ვინმე დაუძლურდა და მე არ დავუძლურდი?” (2 კორინთელთა 11:29). ყველას გვქონია სისუსტის, დათრგუნულობის და ეჭვის მომენტი. მთავარია, ამ მდგომარეობაში არ დავრჩეთ! მთავარია, რომ ეჭვი მუდმივ ეჭვად არ იქცეს… ეს ცოტათი იმ სამუშაოს ჰგავს, რომელსაც ვიწყებთ და ბოლომდე არ მიგვყავს… იცი, რას ვგულისხმობ?
ერთ დღეს პეტრე მოციქულს ასეთი ეჭვის მომენტი ჰქონდა. მართალია, ის დაემორჩილა იესოს, როდესაც მან წყალზე სიარულისკენ მოუწოდა (გეთაყვა, ნუ გაიმეორებ:)), მაგრამ ტალღები დაინახა, ქარის ხმა გაიგონა და წყალზე მიმავალ იესოს მზერა მოაშორა. და მაშინვე დახრჩობა დაიწყო! ეჭვმა ნაყოფი გამოიღო.
რწმენა ამოგიყვანს. რწმენა დიდი გმირობის ჩადენაში გეხმარება. რწმენა გამარჯვების მიღწევის შესაძლებლობას გაძლევს! ეჭვი კი არაფერში დაგეხმარება.
საბედნიეროდ, იესო ჩვენს ბუნებას იცნობს. ის ხელს გვიწვდის. (მათე 14:31).
და იესომ ჰკითხა პეტრეს: “რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?”
დღეს იესო ხელს გიწვდის, რათა ამოგიყვანოს. დღეს ის შენს ნდობას ითხოვს. ნუ დაეჭვდები! სახარების კეთილი უწყება ისაა, რომ ნავში დაბრუნებისთანავე ქარი ჩადგა. რწმენით მიიღე გამოწვდილი ხელი… და სასწაული მოხდება!
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს