10,10

მთავარი | დაინახე სასწაული | იქეცი კურთხევის წყაროდ!

იქეცი კურთხევის წყაროდ!

„ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა ჩემი თასი პირამდე“ (ფსალმ. 22:5).

ზეთი, მირონი, ნელსაცხებელი, ბიბლიაში სულიწმიდის სახეა (იხ. ლუკ. 4:18-19).

მღვდლებსა და მეფეებს ზეთს სცხებდნენ, რაც მათი მოწოდების და რჩეულობის ხილული ნიშანი იყო (მაგალითად, იხ. გამ. 29:7 და 1 მეფ. 16:13).    

ბიბლია გვამცნობს: როცა სამუელ წინასწარმეტყველმა, ისრაელის უკანასკნელმა მსაჯულმა დავითს ზეთი სცხო, იმ დღიდან დავითს ყოვლისშემძლე ღმერთის სული მიუძღოდა. უფლის სულის ძალით დავითმა გოლიათს სძლია და ღვთის სადიდებლად მრავალი საქმე აღასრულა. ფსალმუნებსაც სულიწმიდის შთაგონებით ქმნიდა. 

ღმერთს სურს, რომ შენ მისი სულით აღივსო. მაშინ შენი კურთხეული ცხოვრება სხვა ადამიანთა გულს შეეხება და მათი კურთხევის წყაროდ იქცევა.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.