8.2

მთავარი | დაინახე სასწაული | იქნებ, იმისთვის გაჩნდი, რომ შენში მისი სიყვარული გამოვლინდეს?

იქნებ, იმისთვის გაჩნდი, რომ შენში მისი სიყვარული გამოვლინდეს?

ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითიდღე, შენ რწმენაში იზრდები და ღმერთს უახლოვდები. იქნებ, შენი ზრდა ღმერთს იმისთვის სჭირდება, რომ სხვებისთვის კურთხევად იქცე?

„და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: „ვინ წარვგზავნო და ვინ წავა ჩვენთვის?“ და ვთქვი: „მე წარმგზავნე!“ (ეს. 6:8).

შენში ღმერთი მოქმედებს და შენ იცვლები. ის შენს გულს თავის სიტყვას ამცნობს, თავის აღთქმას გაძლევს. შენ იმისთვის ხარ მოწოდებული, რომ მას ემსახურო. შენ სხვათა კეთილდღეობის და კურთხევის ჭურჭელი ხარ.

შენს ცხოვრებაში უფლის მადლი, სიბრძნე და ძალა იღვრება. სადაც არ უნდა მიხვიდე, როგორც მისი სიყვარულის დესპანს, სხვათათვის კურთხევა მოგაქვს.

შენ მისი სული და მისი სიცოცხლე გავსებს. იმიტომ გავსებს, რომ სხვებს გაუზიარო, გაავრცელო და სხვა ადამიანთა ცხოვრება შეცვალო.

ნუ შეჩერდები, წინ იარე ამ სულით და ამ სიყვარულით, და შენ მრავალთა ცხოვრებას შეცვლი!

ილოცე ჩემთან ერთად:  „უფალო, მთელი არსებით მოგენდობი. მე შენი ვარ, შენს ხატად და მსგავსად შექმნილი. ამავსე შენი სულით, რათა სხვებისთვის კურთხევად ვიქცე. გამომიყენე როგორც ჭურჭელი, რომლიდანაც შენი სიყვარული გადმოიღვრება. შენი სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.