
მინდა მოგიწოდო, დღეს განსაკუთრებულად მგრძნობიარე იყო გარშემომყოფთა მიმართ.
როდესაც სამსახურში ან ეკლესიაში მიდიხარ, ატარებ დროს მეგობრებთან ან ოჯახთან, სთხოვე სულიწმიდას დაგეხმაროთ იმის გაგებაში, ხომ არ ზიდავენ შენი გარშემომყოფნი ტვირთს, რომელიც მათთვის ძალზე მძიმეა.
თუკი ხვდები, რომ უმძიმთ, ჰკითხე: „რა ხდება შენს ცხოვრებაში? როგორც ვილოცო დღეს შენთვის?“.
შესაძლოა, შენი ხელით ღმერთმა მათ შვება და გათავისუფლება მოუტანოს! უბრალოდ ყური დაუგდე და ეს მათ ღვთის გულიდან შობილ საგანძურს დაანახებს.
იმისთვის, რომ ადამიანს პრობლემის დაძლევაში დაეხმარო, ზოგჯერ მოსმენის მზაობა და სურვილიც კმარა. ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში ისეთი რამ ხდება, რაც ძნელი გასაზიარებელია, მაგრამ მან იცის, რომ უსმენენ და ეს სევდას უმსუბუქებს.
ყურადღებით იყავი: შესაძლოა დღეს ვიღაცისთვის სასწაული გახდე!
ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, დამეხმარე, რომ დღეს შენი მიბაძვა შევძლო, შევიგრძნო სხვათა გასაჭირი. დამეხმარე, რომ შევჩერდე და დავინახო ისინი, ვინც ჩემს გზაზე დააყენე. დამეხმარე, რომ მათი მოსმენა და გამხნევება შევძლო. შენი სახელით, ამინ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს