9.1

მთავარი | დაინახე სასწაული | იყო დრო, როცა იესომაც კი იგრძნო უმამობა

იყო დრო, როცა იესომაც კი იგრძნო უმამობა

ამ დილით აი, რით გაგამხნევებ: ღმერთს ესმის, რას გრძნობ და რას განიცდი. 

  • როცა ეჭვი გიპყრობს, მას შენი ესმის.
  • როცა გეშინია, ღმერთს შენი ესმის. 
  • როცა იტანჯები, ღმერთს შენი ესმის. 
  • როცა რაღაც ვერ გაგიგია, ღმერთს შენი ესმის.
  • როცა ღვთის სიახლოვეს ვერ გრძნობ, ღმერთს შენი ესმის. 

მას შენი ესმის, რადგან თავად განუცდია ყველა ეს გრძნობა მიწიერი ცხოვრებისას, რადგან ის ჭეშმარიტი ადამიანი იყო. დიახ, მას განუცდია ის, რასაც ჩვენ განვიცდით: ეჭვი, შიში, ტანჯვა, დაბნეულობა. 

ეს გრძნობები მასში ისე ძლიერი იყო, რომ ესღა წამოიძახა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“  (მარკ. 15:34)

ერთხელ იესომაც კი განიცადა უმამობა.

ამიტომაც მას ძალიან კარგად ესმის ის, რასაც შენ განიცდი. 

მაგრამ მან დაძლია ეჭვიც, შიშიც, ტანჯვაც, თვით სიკვდილიც. ამიტომაც დარწმუნებით ვიცით: ის ჩვენც გვიხსნის ეჭვისგან, შიშისგან და ტანჯვისგან.  

სწორედ ამაზე მღერის Hillsong United:

ახლა კი, დროა განიცადო და გაიგო, რომ შენ მის მყოფობაში ხარ, რომ მას შენი ესმის და თავისი უსაზღვრო ძალით შენს ცხოვრებაში მოქმედებს.  

გამხნევდი, კურთხეული იყოს შენი დღე. მიყვარხარ და ვლოცულობ შენთვის.

დამოწმება: „დღეს დილით, სანამ ლოცვას დავიწყებდი, ვფიქრობდი იმაზე, რაც უფალს უნდა ვთხოვო. მაგრამ სულიწმიდამ მიკარნახა, რომ არაფრის თხოვნა არ მჭირდება. მივენდე და არაფერი მითხოვია. მხოლოდ სადიდებელი და სამადლობელი ლოცვა ვთქვი. როცა დავასრულე, უფლის მშვიდობამ მომიცვა. საოცარი გრძნობა იყო. ჩვეული საქმეებით დავკავდი. მერე კიდევ ერთი საოცრება მოხდა: ძმამ დამირეკა, რომელიც კონფლიქტის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩემთან შეხვედრაზე უარს ამბობდა. შესანიშნავად გავატარეთ დრო. დღეს მშვენიერი დღე მქონდა.  

მას შემდეგ, რაც თქვენი წერილების კითხვა დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში ხშირად ხდება ასეთი პატარა სასწაულები. გმადლობთ თქვენი თანადგომისთვის და ნუგეშისთვის. თქვენ ადამიანების ცხოვრებას ცვლით. თქვენი დახმარებით ჩვენ ქრისტეში ვიზრდებით“

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.