9.25

მთავარი | დაინახე სასწაული | იცი, ვინ არის შენი გულშემატკივარი?

იცი, ვინ არის შენი გულშემატკივარი?

„გულშემატკივარი“. დღეს ამ სიტყვას ყველაზე ხშირად სპორტით გატაცებული ადამიანების მიმართ ვიყენებთ. ადამიანები ტრიბუნებზე, ან ტელევიზორის ეკრანებთან და მონიტორებთან სხედან და საყვარელი ჩოგბურთელის, ავტომრბოლელის, ან საფეხბურთო გუნდის თამაშს უყურებენ და გულშემატკივრობენ, მისი წარმატება ახარებთ, წარუმატებლობის შემთხვევაში კი გული სწყდებათ. ისინი, ვინც თამაშს ტრიბუნებიდან უყურებენ, ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებენ საყვარელ სპორტსმენებს.  

ჩვენც გვჭირდება ასეთი გულშემატკივარი, რომელიც გაგვამხნევებს და ამგვარად დაბრკოლების გადალახვის ძალას მოგვცემს.

შენი გულშემატკივარი ღმერთია. განა ვინ იცის მასზე უკეთ, როგორ გაგამხნეოს?  

ასე რომ, თუკი გეჩვენება, რომ ფინიშის ხაზი ჯერ კიდევ ძალზე შორსაა, შენ კი უკვე ძალა გამოგელია, წარმოიდგინე, რომ სწორედ ახლა იესო შენს გვერდითაა, გამხნევებს და ფინიშამდე მისასვლელ ძალას გაძლევს. გულისყური მის ხმას მიაპყარი და შეძახილს გაიგონებ:  

„ნუ შეჩერდები! გამარჯვება ახლოა, მიდი, შენ ყველაფერი გამოგივა.  მე შენთან ვარ!  ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. ღრმად ჩაისუნთქე და რბოლა გააგრძელე. შენ ამას შეძლებ. მე გეუბნები: შენ ამას შეძლებ“. 

ჩემო მეგობარო, შენი გულშემატკივარი იესოა. შეისმინე მისი ძახილი და მოწოდება და შენ ყველაფერი გამოგივა. 

დამოწმება: „ორიოდე სიტყვით გეტყვით, რა გააკეთა ჩემთვის იესომ. ნარკოდამოკიდებული ვიყავი. მან კი დაღუპვისგან მიხსნა. ხელი გამომიწოდა და ფსკერიდან ამომიყვანა. მინდა, რომ ეს სხვებმაც გაიგონ, ისეთებმა, ვინც ახლა ჩემსავით თავს იღუპავს. მათ მივმართავ: იესოს უსმინეთ და ამ უფსკრულიდან თავის დაღწევას შეძლებთ. მე ხომ შევძელი“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.