
მეფე დავითი გალობდა: „ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი“ (ფსალმ. 22:6)
ფსალმუნთა წიგნის ეს ცნობილი მუხლი ღვთის სიკეთეს და წყალობას გპირდება.
- იესოს შენი ცხოვრების სიკეთით ავსება სურს. მას შენი კურთხევა და სიხარულით ავსება სურს.
- იესოს სურს, რომ შენი ცხოვრება მისი წყალობით განიმსჭვალოს. წყალობით ცოდვები მოგეტევება და შენ ღვთის მშვიდობითა და სიხარულით აივსები.
ჰო, ღვთის სიკეთე და წყალობა არ მოგაკლდება. სად მიხვდა ამას დავით მეფსალმუნე? ღვთის სახლში. დავით მეფეს უყვარდა ღვთის სახლში ყოფნა. მას უყვარდა უფლის მყოფობის შეგრძნება.
დღეს არ გჭირდება წმინდა ადგილას მისვლა იმისთვის, რომ ღვთის მყოფობა იგრძნო. სადაც არ უნდა წახვიდე, ჯვარცმული იესო მუდამ შენთანაა.
შენ თავად ხარ ღვთის სახლი. შენი სხეული სულიწმიდის სამყოფელი, მისი ტაძარია. დავითის მსგავსად, გაუფრთხილდი ამ მყოფობას მიწიერ დღეთა აღსასრულამდე და სამარადისოდ.
ილოცე ჩემთან ერთად: „გმადლობ, ჩემო უფალო, შენი სიკეთისთვის და შენი წყალობისთვის, რომელთაც შენი მყოფობით შევიგრძნობ. მარად მადლობელი ვიქნები იმისთვის, რასაც მაძლევს და რასაც ჩემთვის აკეთებ. უფალო, მიყვარხარ! მწამს, რომ შენი სიკეთე და წყალობა უკუნისამდე არ მომაკლდება. ამინ“.
დამოწმება: „მადლობას ვწირავ უფალს და მადლობას გიხდით თქვენ იმისთვის, რომ დროს და ძალისხმევას არ იშურებთ ჩემი დახმარებისთვის. როცა თქვენს წერილებს ვკითხულობ, შიში იფანტება და ძალა მეძლევა. გმადლობთ“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს