9.15

მთავარი | დაინახე სასწაული | იცი რა არის რწმენის გამოცდა?

იცი რა არის რწმენის გამოცდა?

დღეს მინდა გესაუბრო ღმერთში ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ქვაკუთხედზე – რწმენაზე . 

რამდენად მტკიცეა შენი რწმენა? უძლებს თუ არა ის გამოცდას? იესო გვეუბნება, რომ მისდამი ნდობა და მისი მორჩილება კლდეზე აშენებული სახლის მსგავსია, რომელიც მყარად დგას და მას ცხოვრებისეული ქარტეხილი ვერ დაანგრევს. ქარიშხალი ჩაივლის, სახლი კი მთელი და უვნებელი დარჩება. 

იესო მუდამ მზადაა განუგეშოს, დაგეხმაროს, დაგარიგოს, შენი იარები განკურნოს. ის მუდამ შენთანაა, ყოველდღე, და ქვეყნიერების დასასრულამდე ასე იქნება. (მათ. 28:20)

მთელი შენი ცხოვრება რწმენით – ღვთისადმი ნდობითა და მორჩილებით უნდა იმართოს,  „ვინაიდან მართალი რწმენით იცოცხლებს“  (გალ. 3:11).

თუკი ღმერთი რაიმეს გვპირდება, აუცილებლად ასრულებს, რადგან მასში სიცრუე არ არის. იგი დაგვპირდა, რომ ყველაფერს მოგვცემს, რაც ჩვენთვის საჭირო და სასიკეთოა. ალილუია! ნახე, რას გვეუბნება წმინდა წერილი: „რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება“ (რომ. 15:4).

დაე, კიდევ უფრო განამტკიცოს უფალმა შენი რწმენა!

დამოწმება: „ხუთი წლის წინ მშობლები დამეღუპა და მას შემდეგ დათრგუნულობამ შემიპყრო. „დაინახე სასწაულის“ წერილები დიდ ნუგეშს მაძლევს. იმედი მაქვს, რომ თქვენი თანადგომით დეპრესიის დაძლევას შევძლებ და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.