8.21

მთავარი | დაინახე სასწაული | იცი, რა ძალა აქვს შენს სიტყვას?

იცი, რა ძალა აქვს შენს სიტყვას?

სიტყვას დიდი ძალა აქვს. ბიბლია გვეუბნება: „კაცის პირის ნაყოფისაგან გაძღება მისი მუცელი, თავის ბაგეთა მოსავლისაგან გაძღება“ (იგავ. 18:20)

როცა რაიმეს წარმოვთქვამთ და ვიმეორებთ, თქმული და არაერთხელ გამეორებული ჩვენთვის სარწმუნო ხდება. ხოლო თუკი სიტყვის გვწამს, ის სრულდება კიდეც… შესრულდება და ჩაივლის. 

მოდი, დღეს საკუთარ თავს რაიმე კარგი და კეთილი უთხარი, ასევ ვთქვათ, საკუთარ თავს უქადაგე. 

თქვი ხმამაღლა და რწმენით: „მე დიდი ღირსება მაქვს. იესომ საკუთარი თავი გასწირა იმისთვის, რომ მე საუკუნო სიცოცხლე მქონდეს. იესოში მე მუდამ ვიმარჯვებ. მე ღვთის შვილი ვარ და ჩემი ზეციერი მამა მუდამ მიცავს. მე ვერაფერი შემაშინებს, რადგან ღმერთი ჩემთანაა“. 

უნდა იცოდე, როგორ გაამხნევო საკუთარი თავი. ეს ხელს შეუწყობს შენს წარმატებას. ეს შენს გულგაცრუებას გააქარწყლებს. 

წმინდა წერილის ჭეშმარიტებათა გამეორება შენს აზროვნებას შეცვლის და შენს ცხოვრებას შეცვლის.

ნუ დააყოვნებ, გამხნევდი და შენი ცხოვრება შეიცვლება. 

დამოწმება: „ორი კვირის წინ ღმერთმა ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი სასწაული მოახდინა. მოინათლა ჩემი 34 წლის, ოდესღაც ურწმუნო და გზას აცდენილი ვაჟიშვილი. მეორე ვაჟიც მყავს, უმცროსი. ათი წლის წინ ორივემ ზურგი მაქცია, უბრალოდ ცხოვრებიდან ამომშალეს. უმცროსი ჯერ კიდევ ჩემგან შორსაა. ვლოცულობ მისთვის და მჯერა, რომ ღმერთი ჩემთვის ამ მთასაც გადადგამს, რომ ჩემი მეორე ვაჟიც მოექცევა და ქრისტესმიერი ცხოვრებით იცხოვრებს, რომ თავისი ძმის მსგავსად მეც მომიტევებს და საკუთარ თავსაც. მადლობას გიხდით თქვენი მსახურებისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც გვწევთ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.