7.11

მთავარი | დაინახე სასწაული | იცი, სად იყო უფალი წუხელ?

იცი, სად იყო უფალი წუხელ?

როცა ამ დილით თვალი გაახილე, მოსიყვარულე თვალი გიმზერდა. ვიღაცამ შენს სასთუმალთან ღამე გაათია, თვალი არ მოუხუჭავს და შენს ძილს იცავდა. შენ მას იცნობ. ეს თავად უფალთ უფალია, ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთი. 

„აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა“ (ფსალმ. 120:4)

ყოველ წუთს, ყოველ წამს, ის შენს ცხოვრებას უმზერს. მან შენზე ყველაფერი იცის, შენი გულის ყველა საიდუმლო კუნჭულს ხედავს. მისი მზერისგან არაფერია დაფარული.  ის შენს ყოველ ნაბიჯს, ყოველ წარმატებას ხედავს, ისევე, როგორც შენს მცდარ ნაბიჯებს და შეცდომებს, ისევე, როგორც მარცხს. მაგრამ დღეს ის მადლს მოგივლენს, რადგან შენთვის „უფლის მოწყალება არ დასრულებულა“ (გოდ. 3:22)

რადგან ის შენი მამაა, შენი ღმერთია, რომელიც მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შენთანაა. მისი მოსიყვარულე მზერა შენს ყველა ნაბიჯს ხედავს, შენს ყველა მოგზაურობას ახლავს. 

მტკიცედ იარე, რადგან უფალი უტკბეს და უკეთილეს მზერას არასდროს მოგაშორებს. 

დამოწმება: „მორწმუნის ყოველი დღე ბრძოლაა.  ეს ბრძოლა გღლის და გასუსტებს, ამიტომ მხარდაჭერა და ნუგეში გჭირდება. თქვენ გვწერთ, რომ ღმერთი გვხედავს, რომ მას ჩვენი ხმა და ვედრება ესმის. ეს სიტყვები ჩვენი სულიერი მტრის ჩურჩულს ახშობს.  ვიცი, ღმერთი არასდროს მიმატოვებს, ვიცი, რომ მისი მადლი ულევია. გმადლობთ, რომ ამას დაუღლელად გვახსენებთ!“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.