
სახლის შენებისას უმნიშვნელოვანესი მყარი საძირკვლის ჩაყრაა. თუკი საფუძველი ჯეროვნად არ ჩაიყარა, სახლს ყოველ წამს დანგრევა ემუქრება.
„ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა“ (მათ. 7:24).
ეს შეიძლება შენს ცხოვრებაზეც ითქვას! შენ მყარი და მტკიცე საფუძველი გჭირდება… და ეს საფუძველი ღვთის სიტყვაა.
როცა შენი ფინანსური, ფიზიკური ან ემოციური „პროგნოზი“ ავდარს გპირდება, სიცოცხლის სიტყვა გამშვიდებს და გზას გაჩვენებს. შეიძლება ძლიერი ქარი ქროდეს, ან კოკისპირულად წვიმდეს, მაგრამ იცოდე: შენ არაფერი შეგემთხვევა.
აი, როგორ უნდა ჩაიყაროს შენი ცხოვრებს მტკიცე საფუძველი:
- ყოველდღე იკითხე ღვთის სიტყვა
- ღვთის სიტყვის თანახმად იცხოვრე
- ილოცე
- ღმერთს მიენდე
ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, ჩემი ცხოვრების საფუძვლად შენი სიტყვა ავირჩიე; ამიერიდან ყველა გადაწყვეტილების მიღებისას შენი სიტყვით ვისარგებლებ. გამიცხადე მე შენი დაფარული საგანძური, რათა გავძლიერდე და შენი გზით სიარული განვაგრძო. იესოს სახლით, ამინ“.
დამოწმება: „მეგობრის მიმართ გულში წყენა ჩავიდე და ძალიან დიდხანს ვბრაზობდი. თქვენი წერილების კითხვა რომ დავიწყე, თანდათან მივხვდი, რა უმნიშვნელო, რამდენად წვრილმანი რამ მტანჯავდა! ახლა კი დიდი მადლობელი ვარ თქვენი და სწორედ იმ ჩემი მეგობრის, რომლისგანაც თქვენს შესახებ შევიტყვე“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს