2.31

მთავარი | დაინახე სასწაული | მას შენი ხმა ესმის!

მას შენი ხმა ესმის!

“უფალო, ისმინე ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე“ (ფსალმ. 26:7).

  • ღმერთს შენი ხმა ესმის. ის გეუბნება: “მე შენ გიცნობ. ვიცი, როდის დგები და როდის წვები და შენს ენას სიტყვაც არ წამოცდენია, რომელიც მე არ ვიცი“ (ფსალმ. 138:3-4). “მიყვარს შენი ხმის გაგონება. მიყვარს, როცა მელაპარაკები, როგორც მოსიყვარულე მშობელს უყვარს თავისი შვილის ხმის მოსმენა. რა გინდა, რომ ამ დღეს შენთვის გავაკეთო“?.
  • ღმერთს შენთვის გულმოწყალება სურს. გულმოწყალება შეცდომების პატიება, შეცდომების დავიწყება, ვიღაცის ცხოვრებაზე სიყვარულის გადმოღვრაა… შენს ცხოვრებაზე!
  • მას შენთვის პასუხის გაცემა სურს. გჯეროდეს, ის გიპასუხებს, რადგან შენ მას გულმხურვალედ უყვარხარ.

დღეის ლოცვა: “უფალო, ვიცი, რომ დღეს მისმენ. შენ იცი ჩემი ვითარება და მოქმედებ ჩემს ცხოვრებაში. შენ მიპასუხებ და შემიწყალებ, რადგან ეს შენ ხარ. გმადლობ! იესოს სახელით, ამინ“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.