10.17

მთავარი | დაინახე სასწაული | მედგრად იბრძოლე და ნუ შეშინდები!

მედგრად იბრძოლე და ნუ შეშინდები!

მოციქულთა საქმეების წიგნი მოგვითხრობს, რომ პავლე მოციქული კორინთოში იუდეველ ცოლ-ქმარს, აკვილას და პრისკილას შეხვდა. საქმე ისაა, რომ იმპერატორმა რომიდან ყველა იუდეველის გაძევება ბრძანა და წყვილი იძულებული გახდა, თავისი სამკვიდრო დაეტოვებინა და სხვა ქალაქში გადახიზნულიყო. მაგრამ მათი სიცოცხლე ამით არ დასრულებულა. ამ ადამიანებმა დიდი ღვაწლი გასწიეს პირველი ეკლესიის მსახურებაში. დღეს, საუკუნეთა შემდეგ, ჩვენ მათი სახელები და მათი საქმე არ დაგვივიწყებია (იხ. საქმე 18:1-26). 

როცა შენთვის რაიმე მნიშვნელოვანს კარგავ, როცა რაიმეს დათმობა გიწევს, გახსოვდეს: ღმერთი შენთვის ახალ სარბიელს ამზადებს – ისეთს, რომელზეც შენი მოწოდების აღსრულებას შეძლებ.

მაშ, ნუ გახდება უსამართლობა და დანაკარგი შენი რწმენის გამოცდა. ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებას და ნუ უგულებელყოფ უმშვენიერეს საქმეს, რომელიც ღმერთმა პირადად შენთვის განამზადა. 

მედგრად იბრძოლე და ნურაფრის შეგეშინდება.

კურთხეული იყოს შენი დღე!

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.