9.29

მთავარი | დაინახე სასწაული | მერე რა, რომ შენი ოცნება უგუნურებას  ჰგავს?

მერე რა, რომ შენი ოცნება უგუნურებას  ჰგავს?

ღმერთმა გულში ოცნება ჩაგიდო. შესაძლოა, გეუბნებიან, რომ ის, რაზეც ოცნებობ, უგუნურებაა, რომ ეს მიუღწეველი რამაა. მე კი გირჩევ: ღმერთს მიენდე და ნურაფრის შეგეშინდება. 

ღმერთმა უთხრა ნოეს, აეშენებინა დიდი კიდობანი და მასში ყველა ცხოველი წყვილ-წყვილად შეეკრიბა. რატომ? იმიტომ რომ მალე წარღვნა მოხდებოდა.  

როგორ მოიქცა ნოე? წმინდა წერილი გვამცნობს:  „და გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც უბრძანა ღმერთმა, ისე გააკეთა მან“  (დაბ. 6:22). მან ღვთის ბრძანება შეისმინა და მოქმედება დაიწყო. შესაძლოა, მას კითხვები ჰქონდა. თუმცა ამის შესახებ წმინდა წერილი არაფერს ამბობს. ბიბლიიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ნოე ღვთის ნებას დაემორჩილა. 

ადამიანთა თვალში ნოეს მოქმედებები უგუნური ჩანდა. მაგრამ ღმერთი მხოლოდ აწმყოს უფალი როდია. იგი მარადისობის უფალია. მისი მზერა და მისი ხედვა არც დროითაა შეზღუდული, არც სივრცით. 

ნუ შეშინდები, ოცნებას ნუ უარყოფ. ილოცე და მოქმედება დაიწყე. შესაძლოა, ოცნება, რომელიც ღმერთმა გულში ჩაგიდო, გარშემომყოფთ ისეთივე უგუნური მოეჩვენოთ, როგორიც ოდესღაც კიდობნის მშენებლობა იყო. ამ კიდობანმა კი, როგორც გვახსოვს, კაცობრიობა განადგურებას გადაარჩინა. შესაძლოა, შენ ისეთი რამ დაგევალა, რის მეშვეობითაც ღმერთი ხვალ მრავალ სულს იხსნის. ნუ დაეჭვდები. მოეჭიდე შენს ოცნებას და მისი განხორციელებისთვის იმოქმედე.    

დამოწმება: „თქვენივე სიტყვებით გეტყვით: „გმადლობთ, რომ არსებობთ“. რამდენიმე თვის წინ რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდი. პატარა ბიზნესი მაქვს და ჩემგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო ჩემი საქმე, რომელსაც რამდენიმე წელი წარმატებით ვუძღვები, რომელიც ჩემს ოჯახს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს, უნდა შემეწყვიტა. იურისტიც და ბუღალტერიც ასე მირჩევდნენ. არ დავუჯერე. თქვენი რჩევისამებრ უფალს მივენდე და საქმე გავაგრძელე, დამატებითი ინვესტიციებიც კი ჩავდე. და არ შევცდი. ჩემი საქმე ჩემთვის უბრალოდ შემოსავლის წყარო კი არ არის, ახდენილი ოცნებაა, რომელიც კინაღამ დავთმე. გმადლობთ გამხნევებისთვის. თქვენმა წერილებმა  უმთავრესი რამ მასწავლა: უფალს უნდა მივენდო და ის მეტყვის, როგორ ვიმოქმედო“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.