
„აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, – რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“ (მათ. 1:23)
მეფეთა მეფემ, უფალთა უფალმა არაფრისგან შექმნა სამყარო თავისი სიტყვით. ცათა შემოქმედმა დასაბამი დაუდო მიწას.
სიყვარულის სიჭარბით ყოვლისშემძლე ღმერთმა ადამიანი შექმნა. მან შენ სიყვარულისთვის შეგქმნა.
შენდამი მისი სიყვარული უსაზღვროა. ასევე უსაზღვროა მისი შენთან ურთიერთობის და სიახლოვის სურვილი. სანამ შენი ოცნება სინამდვილედ იქცევა, მას შენი გამხნევება და ნუგეშისცემა სურს. მუდამ, ყოველთვის, ყოველ წამს…
- შენ მას უყვარხარ (იხ. 1 იოან. 4:9)
- ის შენთვის იბრძვის (იხ. ფსალმ. 34:1)
- მან დაგიახლოვა (იხ. რიცხვ. 16:9)
- ის გეხმარება და გიცავს! (იხ. ფსალმ. 62:8)
შენ მარტო არ ხარ შენს გზაზე! ემანუელი შენთანაა.
ვილოცოთ: „ემანუელ, გმადლობ, რომ ჩემთან ხარ. გმადლობ, რომ მამხნევებ და მეხმარები, რათა ჩემი ცხოვრებისეული დანიშნულება რეალობად იქცეს. გმადლობ, რომ მარტო არ ვარ. შენი სახელით, ამინ“.
დამოწმება: „დაინახე სასწაულის ყოველი წერილი ღვთის ამბორივითაა. საოცარია: ვკითხულობ და ვხვდები, რომ ეს სწორედ ისაა, რაც დღეს მჭირდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ წერილში სახელით მომმართავთ, ისე, თითქოს ეს საგანგებოდ ჩემთვის დაიწერა, თითქოს ამ წერილების მეშვეობით ღმერთი მესაუბრება. გმადლობთ გამხნევების სიტყვისთვის, გმადლობთ ლოცვისთვის, რომელიც ყოველ წერილს ახლავს“.
გმადლობ, რომ არსებობ!

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს