10.22

მთავარი | დაინახე სასწაული | „მე ვარ“ შენთანაა!

„მე ვარ“ შენთანაა!

თავის სიტყვაში უფალი გვეუბნება: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – მე ვარმა მომავლინა-თქო თქვენთან“ (გამ. 3:14)

რა დაბრკოლებასაც არ უნდა გადააწყდე, უფალი გეუბნება: „რაც გჭირდება, მე ვარ, და შენ ყველაფერს დაძლევ“.

  • განკურნება გჭირდება? ღმერთი გეუბნება: „მე ვარ უფალი, შენი მკურნალი“ (გამ. 15:26)
  • უკუნმა მოგიცვა და გზას ვერ ხედავ? ის გეუბნება: „მე ვარ ნათელი სოფლისა“ (იოან. 8:12)
  • განმტკიცება და დახმარება გჭირდება? უფალია შენი სიმტკიცე და დამხმარე(იხ. ფსალმ. 17:2-3)
  • ხვალინდელი დღე გაშინებს? ღმერთი გეუბნება: „მე ვარ მწყემსი კეთილი“, „არაფერი არ მოგაკლდება“ (იოან. 10:11; იხ. ფსალმ. 22:1)
  • ადამიანთა აზრი გაშინებს? ღმერთი გეუბნება: „მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული“ (გამოცხ. 22:13).  გახსოვდეს: ყველაფერზე, რაც შენ გეხება, პირველი და უკანასკნელი სიტყვა უფალს ეკუთვნის.

ნუ შეგაშინებს განსაცდელი და დაბრკოლება! დიადი „ მე ვარ“, დიადი იესო გეუბნება: „ნუ გეშინია. ყველაფერი, რაც შენ გჭირდება, მე ვარ“.  

ილოცე ჩემთან ერთად: „უფალო, გმადლობ, რომ შენში ყველაფრით უზრუნველყოფილი ვარ. შენ ხარ ჩემი მკურნალი, ჩემი ნათელი, ჩემი სიმტკიცე და ჩემი დამხმარე, ჩემი მწყემსი და ჩემი ღმერთი. ამიტომ დღეს ვამბობ: მე არაფრის არ მეშინია. შენი სახელით, ამინ“.  

დამოწმება: „ერთი კვირის წინ ჩემი მეუღლის გამოჯანმრთელებისთვის ლოცვა გთხოვეთ. როგორც მოგწერეთ, მე არ შემეძლო. წინ ურთულესი ოპერაცია ელოდა და სასოწარკვეთამ შემიპყრო. გმადლობთ თქვენი თანადგომისთვის, გმადლობთ ლოცვისთვის. ყველაფერი კარგადაა, პროგნოზი ოპტიმისტურია. გუშინ ლოგინიდან წამოდგა, დღეს კი უკვე დერეფანში გასეირნებაც შეძლო“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.