7.13

მთავარი | დაინახე სასწაული | მზად ხარ „რწმენის ასპარეზისთვის“?

მზად ხარ „რწმენის ასპარეზისთვის“?

დღეს ორიოდე სიტყვით სპორტს შევეხები და იმ განსაცდელებს, რომლებიც რწმენის გზაზე გველის.

სანამ ვიტყვით – „კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე“ (2 ტიმ. 4:7)

ჯერ ამის თქმა გვმართებს: „არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, ვინძლო მივაღწიო, როგორც მე მომაღწია ქრისტე იესომ. ძმებო, არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის.ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში“ (ფილიპ. 3:12-14).

კვარცხლბეკზე ასვლისთვის გამარჯვებაა საჭირო. სპორტის და რწმენის შედარება სულაც არ არის უადგილო. პავლე მოციქულიც ქრისტიანული ცხოვრების აღწერისთვის სიტყვა „ასპარეზს“ იყენებს. 

როცა რწმენით იწყებ მოქმედებას, უხილავ, მაგრამ რეალურ მოწინააღმდეგეებთან გიწევს ბრძოლა: ურწმუნოება, ცდუნებები, სნეულებები და ა. შ. მაგრამ გახსოვდეს: ქრისტიანისთვის განსაცდელი წვრთნაა. ისიც გახსოვდეს, რომ რწმენის გზაზე ყოველდღიურად აღმოჩნდები განსაცდელის პირისპირ.

უქმობით ვერც სპორტში გაიმარჯვებ, ვერც რწმენაში. გამარჯვებისთვის მომართული კი ყოველდღე იწვრთნება, ბრძოლაში კაჟდება, საკუთარ თავს სძლევს და სრულყოფილებისკენ ილტვის, რათა რბოლა დაასრულოს და ჯილდო მიიღოს. ნუ შეუშინდები განსაცდელს, ნუ შეგაშინებს სიკეთისთვის რბოლა, სიკეთისთვის ბრძოლა… და შენ გაიმარჯვებ!

იცი, ვინ არის შენი მთავარი გულშემატკივარი ამ რბოლაში და ამ ბრძოლაში? იესო, რომელიც ამ ასპარეზობის ძალას გაძლევს.

ერთად ვილოცოთ:  „იესო, დამეხმარე, რომ ჩემი რწმენა დღეს ქმედითი გახდეს. ვიცი, რომ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, განსაცდელი წვრთნაა. და მე არ მეშინია. მე სიკეთისთვის ვიბრძოლებ. გმადლობ, რომ ჩემთან ხარ და ძალას მაძლევ. შენი სახელით, ამინ“.  

დამოწმება: „ავადმყოფობის გამო დეკემბრიდან  მუშაობა არ შემიძლია. მაგრამ ღვთის ხელი უხვია. უფალმა მაკურთხა და იზრუნა ჩემთვის, ყველაფრით უზრუნველმყო, ყველა ჩემი საჭიროება გაითვალისწინა. საქმე ისაა, რომ თუ ჯანმრთელობის პრობლემა დროულად არ მოგვარდება, სამსახურს დავკარგავ. თუმცა მას შემდეგ, რაც უფლის გზაზე დავდექი,  დავინახე, რომ ის ჩემთვის ზრუნავს. ვიცი: უფალი ჩემს ცხოვრებაში ახალ სასწაულს მოახდენს. თქვენი წერილები დიდი ნუგეშია ჩემთვის. მადლობას ვუძღვნი უფალს და მადლობას გიხდით თქვენი მსახურებისთვის. ღმერთმა გაკურთხოთ!“.

გმადლობ, რომ არსებობ!

Untitled-01

გსურს მიიღო ყოველდღიური გამამხნევებელი წერილი ელ-ფოსტით? შემოუერთდი „დაინახე სასწაულს



*რეგისტრაციით ადასტურებ, რომ ეთანხმები Jesus.net-ის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობისპოლიტიკას.